Chrome 52-ის გავრცელება გუშინ, Mac, Windows და Linux პლატფორმებზე დაიწყო. როგორც ყოველთვის, აღნიშნული განახლებაც უამრავ შესწორებას შეიცავს. თუმცა, ყველაზე შესამჩნევი ცვლილება არის ის, რომ backspace ღილაკი წინა გვერდზე აღარ აბრუნებს.
ამ მალსახმობის წაშლის იდეა რამდენიმე წლის დაიბადა, როცა მომხამრებლები ჩიოდნენ, რომ როდესაც ინფორმაციის წაშლა სურდათ, შემთხვევით წინა გვერდზე ბრუნდებოდნენ. ამიტომ, მათ მიერ დაბეჭდილი მთელი ინფორმაცია იკარგებოდა. Google უკვე მუშაობს extension-ზე, რომლის საშუალებითაც აღნიშნული მალსახმობის ისევ გააქტიურება იქნება შესაძლებელი. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ოპერაციული სისტემების უმრავლესობას აქვს დაბრუნების ჩაშენებული მალსახმობი.
ახალი ვერსია აგრეთვე ვებ გვერდებს უფრო ჭკვიანურად ჩატვირთავს. სპეციალური ხელსაწყო გაარკვევს, თუ გვერდის რომელი ნაწილი შეიცვალა და მხოლოდ მათ განაახლებს. რა საკვირველია, ეს გამოიწვევს ლოდინის დროის შემცირებას. Chrome 52-ში აგრეთვე ახალი CSS მოდული დეველოპერებს საშუალებას მისცემს, შეზღუდონ ელემენტები თავიანთ ფარგლებს გარეთ გასვლისგან.
Chrome-ში ახლა უკვე მხარდაჭერილია ღია სტანდარტის სერვისი VAPID, რომელიც სერვერზე push სერვისს უზრუნველყოფს. ძველად, დეველოპერებს უწევდათ განსხვავებული ბრაუზერებისთვის განსხვავებული API-ები გამოეყენებინათ.
ბრაუზერის ახალ ვერსიაში აგრეთვე ვიხილავთ დიალოგური ფანჯრების დაპაუზების ფუნქციას. ასევე უფრო მარტივად ააცილებთ თავს ე.წ. pop-up-ებს.
Chrome OS-ის 50-ე ვერსიაში გამოჩენილი მატერიალური დიზაინი როგორც იქნა სხვა პლატფორმებზეც გამოჩნდა. განახლების დაყენების შემდეგ ბრაუზერში ნაგულისხმევად იქნება ჩართული მატერიალური დიზაინი. თუმცა, ეს დიზაინი ჯერჯერობით მხოლოდ Mac-ზეა ხელმისაწვდომი.
Chrome 52-ის გავრცელება უკვე დაიწყო დესკტოპ პლატფორმებზე. Android-სა Chrome OS-ზე ბრაუზერი მოგვიანებით განახლდება.