Google-მა Chrome OS-ზე Play Store-ის გაშვება დაადასტურა

და აი, ეს დღეც დადგა! ალბათ Chrome OS-ის ყველა მომხმარებელი ელოდებოდა, თუ როდის შეძლებდა საოპერაციო სისტემა Android აპლიკაციების გაშვებას. Google-მა ეს სურვილი აგივსრულა. როგორც I/O-ზე კომპანიამ განაცხადა, წლის ბოლოსთვის სისტემაში Play Store ჩაემატება, საიდანაც მილიონობით Android აპლიკაციის გადმოწერა შეგვეძლება.

აღნიშნული ფუნქცია პირველ რეგში დეველოპერულ არხზე გავრცელდება. იანვრის დასაწყისში რამდენიმე სენსორულ ეკრანიანი Chromebook მიიღებს განახლებას, სტაბილური ვერსია კი სექტემბერში ან ოქტომბერში გამოვა.

აპლიკაციების ფანჯრები სამ სხვადასხვა ზომაში იქნება, ასე რომ მათი ზომის თავისუფლად შეცვლა შეუძლებელია. თუმცა, ჩვენ შეგვეძლება ფანჯრების გადაადგილებას, რამდენიმე ფანჯრის ერთდროულად გახსნა და ა.შ. აპლიკაციებს ასევე ექნებათ როგორც სენსორის, ასევე მაუსისა და კლავიუატურის მხარდაჭერაც. ინტერგრაცია ასევე ფართოვდება შეტყობინებებზე, ფაილების გაზიარებაზე, Wi-Fi და Bluetooth ქსელების ამოცნობაზე.

Ars Technica-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეს ფუნქციონალი არ გამოიყენებს App Runtime for Chrome-ს (ARC), რომელიც 2 წლის წინ გამოვიდა. ARC ეშვებოდა Chrome-ის კლიენტის არქიტექტურაზე, თუმცა აპლიკაციის მხარდაჭერისთვის დეველოპერებს მაინც ბევრი მუშაობა უწევდათ.

ამის ნაცვლად, Chrome OS-ის ახალ ვერსიაში Android Framework-ის მოდიფიცირებული ვერსია ცალკე კონტეინერში იქნება გაშვებული. აპლიკაციებს ექნებათ ქსელთან, მეხსიერებასთან, ხმასთან და სისტემის სხვა ნაწილებთან წვდომა. Google-ის Chrome OS-ზე Android Framework-ს სისტემატიურად განაახლებს. სავარაუდოდ, განახლებები Android-ის ყოველთვიურ უსაფრთხოების განახლებებთან პარალელურად მოხდება.

nexus2cee_B113_Pixel2_Silver_AppLauncher

რაც არ უნდა სასიხარულო იყოს ეს ამბავი ჩვენთვის, ბევრს არ უნდა Android აპლიკაციები. ბევრი მყიდველი, მაგალითან სკოლები, Chromebook-ში აფასებენ აპლიკაციების მარტივი დაბლოკვის ფუნქციას. ამ მიზეზის გამო, Google გვაძლევს საშუალებას Play Store ნაწილობრივ ან მთლიანად დავბლოკოთ.

პირველი მოწყობილობები, რომლებიც Play Store-ს მხარდაჭერას ივნისში მიიღებენ, Asus Chromebook Flip, 2015 Pixel და Acer Chromebook R11 იქნებიან.

 

წყარო: Android Developers Blog, Chrome Blog