Acer-მა Chromebook R 13 გამოუშვა

Pixel ხაზის გარდა, Acer Chromebook R 11 ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ქრომბუქია. აღნიშნული ქრომბუქით საკმაოდ კმაყოფილნი არიან როგორც მომხმარებლები, ისევე ბლოგერებიც (მათ შორის ჩვენც). აღსანიშნავია ისიც, რომ მასზე Android-ის აპლიკაციების გაშვებაა შესაძლებელი.

IFA-ზე Acer-მა მისი ახალი, უფრო დიდი ვერსია წარგვდიგინა: Acer Chromebook R 13. R 11-ის მსგავსად, ისიც 360 გრადუსიანია და სენსორული ეკრანი აქვს. ამიტომ მისი გამოყენება სამ სხვადასხვა რეჟიმშია შესაძლებელი.

R 13 აღჭურვილია MediaTek M8173C Core Pilot ოთხ ბირთვიანი პროცესორთ, 4GB LPDDR3 ოპერატიული მეხსიერებით, Full HD 1920×1080 გაფართოების LCD ეკრანით და 16, 32 და 64GB შიდა მეხსიერების მოცულობით.

მოწყობილობის დასამუხტად, ინფორმაციის ტრანსფერისთვისა და ეკრანის დასაკავშირებლად მასზე USB-C პორტია დატანილი. აგრეთვე მას აქვს USB 3.0 და HDMI პორტები, Bluetooth 4.0, მიკროფონი და ყურსასმენების ჯეკი. ერთი დამუხტვით ბატარეას შეუძლია 12 საათის განმავლობაში გაძლოს.

როგორც უკვე ვთქვით, R 13-ს Android-ის აპლიკაციების გაშვების შესაძლებლობა ექნება Google Play Store-დან. იგი ჩრდილოეთ ამერიკაში ოქტომბრიდან იქნება ხელმისაწვდომი $339-ად. ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში კი €399 ეღირება.