იყო დრო, როდესაც CyanogenMod-ის განახლება ტელეფონზე Android-ის ვერსიის დაყენების ერთადერთი და აგრეთვე უსწრაფესი გზა იყო. დღესდღეობით პროცესი ბევრად უფრო ნელა მიმდინარეობს, თუმცა დეველოპმენტი მაინც გრძელდება. CM-ის ჯგუფი CM14.1-ის ადრეული ანაწყობების დადებას დღეს დაიწყებს, თუმცა, რა გასაკვირია, ის ყველა მოწყობილობაზე არ იქნება ხელმისაწვდომი.
სტივ კონდიკის განცხადებით, პირველადი სია ასეთია:
- angler (Nexus 6P)
- bullhead (Nexus 5X)
- cancro (Xiaomi Mi3w/Mi4)
- d855 (LG G3)
- falcon/peregrine/thea/titan (Moto G ვარიანტები)
- h811/h815 (LG G4)
- klte/kltedv/kltespr/klteusc/kltevz (Samsung Galaxy S5)
- oneplus3 (OnePlus 3)
- Z00L/Z00T (Zenfone 2)
თუ ამ მოწყობილობებიდან რომელიმეს ფლობთ და ბუთლოადერიც გახსნილი გაქვთ, მაშინ Nougat-ის ბაზაზე დაფუძნებული CM-ის დაყენება ახლავე შეგიძლით. რა თქმა უნდა, ადრეულ ანაწყობს ბევრი ბაგები იქნება, თუმცა განახლება ყოველ დღე გამოვა. დაინტერესებულ პირებს მისი გადმოწერა აქედან შეუძლიათ.
წყარო: CyanogenMod