Google-მა პირველად Cardboard-ი 2 წლის წინ, I/O-ზე წარადგინა. მოწყობილობა განიხილებოდა როგორც კარგი VR სფეროში. Android N-თან ერთად, Google-ი ვირტუალური რეალობის საკითხს უფრო სერიოზულად მოეკიდება. Daydream არის კომპანიის ახალი VR პლატფორმის სახელი, რომელიც გულისხმობს სპეციფიკაციებს მოწყობილობებისთვის, რომლებსაც აქვთ VR მხარდაჭერა, ასევე მოწყობილობის დიზაინს და იერშეცვლილ VR ინტერფეისს/მარკეტს.
Daydream-ისთვის დამოწმებულ მოწყობილობებს უნდა ჰქონდეთ სწრაფი პროცესორები, სწრაფი რეაგირების ეკრანები და ორიენტაციის სენსორები. პირველ ტელეფონებს, რომლებსაც Daydream-ის მხარდაჭერა ექნებათ, Samsung-ის, HTC-ის, LG-ის და ZTE-სგან წლის ბოლოს ვიხილავთ. Play Store და მასში განთავსებული კონტენტის დიზაინიც შეიცვლება VR-ის მისაღებ სტილში. აპლიკაციის მოძებნა და დაინსტალება ახლა უკვე მოწყობილობის თავიდან მოხსნის გარეშე იქნება შესაძლებელი.
მოწყობილობას, რომელსაც თქვენს Android N სმარტფონში შეაერთებთ, წელს ბევრად განსხვავებული იქნება. Google-მა შეიმუშავა დიზაინის ნიმუში და გაუზიარა ის მწარმოებლებს, რომლებიც მისი მიხედვით დაამზადებენ უფრო კომფორტულ მოწყობილობებს, ვიდრე Cardboard-ია.
ინტერაქციის დროს, Daydream-ის VR კონტენტის ნაწილი თქვენი ტელეფონის სენსორზე იქნება დამოკიდებული, მაგალითად თავის მოძრაობა, თუმცა ასევე იქნება კონტროლერებიც. Google-მა დიზაინის ნიმუში ამ მოწყობილობისთვისაც შექმნა. ეს იქნება პატარა კონტროლერი რამდნეიმე ღილაკითა და თაჩპედით. მისი მუშაობის პრინციპი ცოტათი Wiimote-ს წააგავს.
როგორც ჩანს, Google-ი ჯერჯერობით არ აპირებს დამოუკიდებლად მომუშავე VR მოწყობილობის გამოშვებას. კომპანია მიმართულია ტელეფონების VR მოწყობილობებად გადაქცევისკენ, რომლებიც Daydream-ის გამოსვლასთან ერთად კიდევ უფრო დაიხვეწება.
წყარო: Daydream