Google-მა Android-ით აღჭურვილი VR პლატფორმა 2016 წლის I/O-ზე წარადგინა. გუშინ კი, კომპანიამ ღონისძიებაზე გვიჩვენა პირველი მოწყობილობა, რომელიც ამ პლატფორმაზე იმუშავებს – Daydream View. აპარატი ჯერჯერობით მხოლოდ Pixel მოწყობილობებზე მუშაობს. გარედან იგი მთლიანად ქსოვილური მასალითაა დაფარული, რაც მის გამოყენებას უფრო კომფორტულს ხდის.
ტელეფონის მოწყობილობაში ჩადების შემდეგ, მასში ავტომატურად ჩაირთვება Daydream რეჟიმი. აპარატში აგრეთვე არის პულტი დისტანციური კონტროლისთვის. პულტზე დატანებულია თაჩპედი, რამდენიმე ღილაკი და გიროსკოპი.
Google-ი უკვე მოუწოდებს აპლიკაციების მწარმოებლებსა და მედია კომპანიებს Daydream-ისთვის კონტენტის შექმნას. YouTube, Google Movies and TV, Google Photos, Google Maps Street View და რამდენიმე სხვა აპლიკაცია უკვე მხარდაჭერილია. ეჭვიც არ მეპარება, რომ რამდენიმე თვეში მისთვის შექმნილ გასაოცარ თამაშებს ვიხილავთ. პრეზენტაციაზე ვიხილეთ ჰარი პოტერის (“ფანტასტიკური ცხოველების”) და Gunjack 2-ის მცირე ვიდეო. აგრეთვე Netflix, Hulu და რამდენიმე შემეცნებითი აპლიკაციაც.
მოწყობილობის გაყიდვა ნოემბერში დაიწყება და მისი ფასი $79 იქნება, პულტის ჩათვლით. თავიდან მხოლოდ ნაცრისფერი ვერსია გაიყიდება. ამერიკაში წინასწარი შეკვეთები 20 ოქტომბერს დაიწყება Google Store-სა და Verizon-ში. აგრეთვე, ყველა, ვინც Pixel სმარტფონს იყიდის, უფასოდ მიიღებს Daydream View-ს.
https://www.youtube.com/watch?v=rLLAA4ENIP4