Android 4.4-ში Google-მა დაამატა Android-ის კერნელში ე.წ. “verified boot” (იგივე dm-verity) დაამატა, რომელიც მოწყობილობაზე მავნე აპლიკაციის დამალვას უშლის ხელს. აღნიშნული ფუნქცია Android 6.0 Marshmallow-მდე თითქმის არ მუშაობდა, აღნიშნულ ვერსიაში კი Google-მა მომხმარებლების გაფრთხილება დაიწყო. Android 7.0-ში უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერდება. Nougat-ში, ახალი იმპლემენტაციის წყალობით, მოწყობილობა არ ჩაირთვება, თუ მის სისტემაში რაიმე ცვლილება იქნება.
ტელეფონის ჩართვის დროს, dm-verity კერნელის დრაივერი სათითაოდ ამოწმებს ყველა ბლოკს, რათა აღმოაჩინოს დაზიანებული ნაწილები. რაიმეს პოვნის შემთხვევაში, ტელეფონი არ ჩაირთვება, ან გადაგიყვანთ შეზღუდული ფუნქციონალის რეჟიმზე (სავარაუდოდ, safe რეჟიმზე, რომელიც დიდი ხანია არსებობს). Google-ის განცხადებით, აღნიშნული ფუნქცია ყველა იმ ტელეფონს ექნება, რომელიც Android 7.0-ით გამოვა.
ვთქვათ, თქვენ გსურთ Xposed-ის დაყენება. თუ თქვენი მოწყობილობის bootloader-ი გახსნილია, მაშინ არანაირი პრობლემა არ შეგექმენებათ. თუმცა, თუ bootloader დახურულია, მაშინ მოწყობილობა არ ჩაირთვება. არსებობს ბევრი ისეთი მოწყობილობა, რომლის bootloader-ის გახსნა შეუძლებელია, თუმცა მათი დარუთვა მაინც შეიძლება. ამიტომ, ასეთ მოწყობილობებს პრობლემა გაუჩნდებათ.
Android 7.0 აგრეთვე ავტომატურად გამოასწორებს ყველა იმ შეცდომას, რაც შეიძლება სისტემას ქონდეს. დამატებითი დეტალებისთვის, შეგიძლიათ იხილოთ Google-ის ბლოგი.
წყარო: Android Developers