Samsung-მა ბიუჯეტური პროცესორი, Exynos 7570 გამოუშვა

დღეს Samsung-მა ახალი ბიუჯეტური პროცესორი, Exynos 7570 წარგვიდგინა. იგი განკუთვნილია IoT და ბიუჯეტური მოწყობილობებისთვის, თუმცა აღსანიშნავია, რომ იგი 14nm FinFET ტექნოლოგიას იყენებს. აგრეთვე მას ჩაშენებული იქნება კომპონენტები WiFi, Bluetooth და GPS კავშირგაბმულობისთვის. ამიტომ, Samsung-ი ამ კომპონენტების გამო მესამე მხარის მწარმოებლებზე არ იქნება დამოკიდებულნი.

აღნიშნული პროცესორი არ იქნება ჩაშენებული Galaxy S8-ში. როგორც უკვე ავღნიშნეთ, იგი განკუთვნილია იაფფასიანი ტელეფონებისთვის.

როგორც AnandTech-მა აღნიშნა, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ შეუძლებლად იყო მიჩნეული ბიუჯეტურ მოწყობილობაში 14 ნანომეტრიანი პროცესორის ჩაშენება, რადგან ისინი ძალიან ძვირი ჯდებოდა. მისი უპირატესობა 28 ნანომეტრიან პროცესორებთან შედარებით არის ის, რომ მას მეტი ენერგიის დატევა შეუძლია, თუმა აგრეთვე მეტ ბატარეას ზოგავს. Samsung-ის ვარაუდით, ახალი ჩიპი 70%-ით მეტ სისწრაფესა და 30%-ით მეტ ბატარეის დანაზოგს უზრუნველყოფს.

nexus2cee_Exynos-7570_3_F

Samsung-ის ძველ პროცესორებზე WiFi, Bluetooth და GPS (GNSS) მოდულები მიშენებული არ იყო, როგორც ეს 7570-ზეა.

7570-ს ოთხი ცალი A53 ბირთვი ექნება, თუმცა Samsung-ს მათი სიხშირე ჯერ არ დაუზუსტებია. სამწუხაროდ, პროცესორს არ ექნება 1280×800-ზე მაღალი რეზოლუციის მხარდაჭერა, ამიტომ მისი გრაფიკული პროცესორი არც თუ ისე ძლიერი იქნება.

წყარო: Samsung Newsroom