Pinterest-მა Fleksy შეიძინა

Fleksy კლავიატურის ფანები დიდი ხანია ცდილობენ იმის გარკვევას, თუ რატომაა კომპანია ჩუმად. ისინი არ პასუხობენ წერილებს ელექტრონულ ფოსტაზე, გაითიშა ვებ საიტი, აღარ იწერებოდა საიხლეები Twitter-ზე. კომპანიიის PR მენეჯერის განცხადებით, “ინფორმაცია მომავალში იქნება ხელმისაწვდომი”. როგორც იქნა, ეს მომავალიც დადგა და გავიგეთ, რომ Fleksy რატომღაც Pinterest-მა იყიდა.

Fleksy-ს პოპულარობა გამოიწვია იმან, რომ მას აქვს ძალიან ზუსტი და აგრესიული აუტო-შესწორების ფუნქცია. მისი კომპაქტური ვერსია დაფუძნებულია ჟესტების, GIF-ებისა და სხვადასხვა გაფართობების გამოყენებაზე. იგი ძალიან ცნობილი კლავატურის აპლიკაციია, რომელსაც აგრეთვე ძალიან ბევრი ფანი ყავს.

როგორც ცნობილია, Fleksy-ს აპლიკაცია ისევ დარჩება Play Store-ში, თუმცა იგი აღარ განახლდება, ამიტომ მის მომხმარებლებს ალტერნატიული აპლიკაციის მოძებნა მოუწევთ.