ყველაზე სწრაფ სმარტფონებზეც კი, ვებ გვერდებისთვის სწრაფი ვიზიტი ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. ამას იწვევეს რეკლამების გადაჭარბებული რაოდენობა, რომლებიც ძალიან მოსაბეზრებელია და ხშირ შემთხვევაში მათი გამორთვა ძნელია. მეტიც, ზოგიერთ საიტს აქვს ისეთი რეკლამები, რომლებიც მთელს ეკრანზე იშლება და ყველაფერს ფარავს.
როგორც ჩანს, Google-მა ასეთ ვებსაიტებს უშუალო ომი გამოუცხადა. 2017 წლის 10 იანვრიდან დაწყებული, გვერდები, რომლებიც რეკლამების გადაჭარბებულ რაოდენობას იყენებენ, Google-ის ძიების შედეგებში ჩამოქვეითდებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა პოპულალური იყოს საიტი, იგი პირველი არ გამოჩნდება, თუ მთელი ეკრანის მომცველ რეკლამებს იყენებენ.
Google-ი ისეთ რეკლამებს ებრძვის, რომელიც ეკრანის უმეტეს ნაწილს იკავებს. ასეთ რეკლამებად ითვლება “pop-up”, რომელიც ფარავს მთავარ კონტენტს. აგრეთვე ისეთები, რომლის გათიშვაც მომხმარებელს ხელით უწევს კონტენტის დასანახად. ამ წესს რამდენიმე გამონაკლისიც აქვს. მაგალითად, ასაკის დადასტურების, cookies გამოყენების გაფრთხილება, ავტორიზაციის გვერდები და ბანერები რომლებიც “ზომიერ ადგილს იკავებენ” დასაშვები იქნება.
იმედები გაგიცრუვდებათ, თუ მოელით, რომ 2017 წლის ივნისის შემდეგ საიტებზე რეკლამები გაქრება. Google-მა შეგვახსენა, რომ ეს მცდელობა “ერთ-ერთია სხვა ასობით მცდელობებიდან.” თუმცა, ზოგიერთ ვებსაიტს შეაშინებს მომხმარებლების დაკარგვის საფრთე და იძულებულები გახდებიან, გადახედონ თავიანთ რეკლამირების ფორმატებს.