Google Assistant-ის დეველოპერების პლატფორმა დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი

წლევანდელ Google I/O-ზე კომპანიამ ახალი სერვისი გაგვაცნო, რომელსაც მათი რამდენიმე პროდუქტი გამოიყენებს. ეს სერვისი Google Assistant. იგი Google Now-ს გაუმჯობესებული ვარიანტია და ამჟამად მისი ხილვა Allo-ში, Pixel და Pixel XL სმარტფონებსა და Google Home-ში შეგიძლიათ. გასულ თვეს, Pixel-ების დაანონსების ღონისძიებაზე, Google-მა გაგვიმხილა, რომ სერვისის API მალე დეველოპერებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

მთავარი მიზეზი, თუ რატომ არიან ყველაზე მეტად მომხამრებლები Amazon-ის პერსონალური ასისტენტით, Alexa-თი კმაყოფილები, არის ის, რომ მას ძალიან ბევრი მესამე მხარის აპლიკაციისა თუ სერვისის მხარდაჭერა აქვს. თვე არ გავა ისე, რომ კომპანიამ განახლება არ გამოუშვას უამრავი გაუმჯობესებებითა თუ ახალი შესაძლებლობებით. ასეთი პოპულალურობისა და სარგებლობის დონის მისაღწევად Google Home-ს, ან უფრო კონკრეტულად, Google Assistant-ს, რაღა თქმა უნდა დასჭირდება მესამე მხარის დეველოპერების მხარდაჭერა. როგორც ჩანს, Google-მა ეს გაანალიზა.

Google-კომპანიამ Actions on Google API ოქტომბერში დააანონსა, თუმცა მისი გამოსვლის ზუსტი თარიღი არ გაუმხელიათ. იგი ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ ახლა ის ვიცით, რომ API დეველოპერებისთვის დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი.

Google-ს ბევრი შრომა მოუწევს იმისთვის, თუ უნდათ, რომ ასისტენტი ალექსასავით სასარგებლო გახდეს. საინტერესოა, მესამე მხარის რამდენი დეველოპერი გადაწყვეტს Actions on Google API-ის გამოყენებით სერვისის შექმნას. ცნობილია, რომ Google-ი უკვე მუშაობს რამდენიმე პარტნიორთან ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ პარტნიორებში შედიან Spotify, CNN, Uber და OpenTable.

წყარო: Google