ხმით კონტროლირებადი Hub-ი, Google Home, წელს გამოვა

Amazon Echo-ს კონკურენტი გამოუჩნდა. როგორც New York Times-მა გასულ დღეებში აღნიშნა, Google ახალი მოწყობილობის გამოშვებას აპირებს, რომელსაც ნატურალური ენის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს. თუ მის შესახებ ჯერ არ გსმენიათ, მისი სახელია Google Home.

nexus2cee_Screenshot-57

Google Home პირველი მოწყობილობა იყო, რომელიც Google I/O-ზე keynote-ს დროს წარგვიდგინეს. მისი დიზაინი არც თუ ისე განსხვავდება Echo-სგან. მას აქვს ცილინდრის ფორმა, თეთრი ზედაპირითა და დინამიკებით.

მოწყობილობას შეუძლია, დინამიკებთან და ტელევიზორებთან დაკავშირებით, აკონტროლოს მუსიკა მთელს სახლში, რომელსაც Google Cast-ის საშუალებით ახერხებს.

როგორც ჩანს, საძიებო გიგანტი სახლის ავტომატიზაციის პროექტში ღმად შეჭრას აპირებს. Home-ს ექნება შესაძლებლობა აკონტროლოს მაღვიძარები, განათება, და Nest-ის პროდუქტები. დამატებითი დანარჩენი ფუნქციები მუშაობის პროცესშია. Google Assistant-ის გამოყენებით, Home-ს შეეძლება დასმულ შეკითხვებზე დეტალური და ამომწურავი პასუხის გაცემა.

https://twitter.com/google/status/732984268410998785?ref_src=twsrc%5Etfw

Google-ს მოწყობილობის გამოსვლის ზუსტი თარიღი არ უთქვამს, თუმცა მას წელს უნდა ველოდოთ. სიახლეების გასაგებად შეგიძლიათ ჩაეწეროთ მოწყობილობის ოფიციალურ საიტზე home.google.com