ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან, ძალიან ბევრი ჭორი გავრცელდა იმის შესახებ, რომ Google-ი აპირებს სმარტფონის გამოშვებას, რომელსაც Nexus-ის ნიშანი არ ექნება. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ პირველად The Telegraph-მა დაწერა. სტატიაში ასევე ნახსენებია HTC-ის Nexus სმარტფონებიც.
იმისდა მიუხედავად, რომ მსოფლიოში გაყიდული სმარტფონების უმრავლესობა Android საოპერაციო სისტემას იყენებს, მაღალი-დონის ტელეფონების მარკეტში მაინც Apple-ი ლიდერობს. სმარტფონების მწარმოებლების რიცხვის ზრდამ გამოიწვია ის, რომ Google-ი ვერ უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის განახლებების სათანადოდ მიწოდებას. ზოგიერთი მწარმოებელი კი სისტემიდან Google-ის სერვისებს შლის.
საკუთარი სმარტფონის ქონა Google-ს საშუალებას მისცემს, უკეთესად აკონტროლოს სისტემა, დაიცვას ისეთი სერვისების მომავალი, როგორებიცაა Google საძიებო სისტემა და Google Play აპლიკაცია.
ერთი რამ აშკარაა: ახალი სმარტფონის გამოშვება ისედაც დანაკუწებულ ეკოსისტემას ვერაფერს უშველის. მის გამოშვებაში არანაირი ლოგიკა არ დევს. Nexus ხაზის სმარტფონებზე აყენია ზუსტად ის სისტემა, რომელიც Google-ს სურს, იყიდება ჩაშენებული Google-ის აპლიკაციებით, იღებს განახლებებს Google-ის მიერ, იყიდება Google-ის მიერ, იღებს პროვაიდერულ მხარდაჭერასა და დახმარებას Google-სგან. უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ეს Google-ისთვის უკვე მესამე სმარტფონი იქნება, რომელსაც Nexus-ის სავაჭრო ნიშანი არ აქვს. აშკარაა, რომ ეს სმარტფონი Nexus-ს გაუწევს კონკურენციას, რაც კომპანიას ნამდვილად არ აწყობს.
არ უნდა დავივიწყოთ სტატია recode-დან, სადაც Google-ის აღმასრულებელი დირექტორი, სუნდარ პიჩაი, გარკვევით ამბობს, რომ კომპანია არ გეგმავს საუთარი სმარტფონის გამოშვებას (მოდულარული Ara სმარტფონის გარდა). პიჩაიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ მათი გეგმაა “გააგრძელონ მუშაობა მოწყობილობების პარტნიორებთან. იმის გათვალისწინებთ, რომ სმარტფონი Ara წელს არ გამოდის, მაშინ The Telegraph-ს არანაირი მტკიცება არ გააჩნია.
დირექტორმა ასევე თქვა, რომ კომპანია აპირებს განაგრძოს Nexus სმარტფონების გამოშვება, თუმცა მათ პარტნიორების სავაჭრო ნიშნები არ იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ არაა გამორიცხული, რომ Sailfish-სა და Marlin-ს HTC-ის სავაჭრო ნიშანი არ ქონდეს. თუმცა, უკვე ვიცით რომ მათ HTC აწყობს. ჩემი აზრით, The Telegraph-ს არასწორი, დაუსრულებელი წყარო ქონდა. სავარაუდოდ, ე.წ. “Google Phone” იქნება სწორედ შემდეგი Nexus სმარტფონები. ეს საშუალებას მისცემს Google-ს, წარდგეს ბაზარზე თავისი პროდუქტით და კონკურენცია გაუწიოს სხვა მწარმოებლების ფლაგმანებს.
წყარო: The Telegraph