ალბათ უკვე გეცოდინებათ, რომ შარშანდელი OnHub-ი მთლად ისეთი არ გამოდგა, როგორსაც ველოდით. Google-ს მასზე არც თუ ისე ბევრი განახლება არ გამოუშვია. მოწყობილობაზე ჯერ კიდევ არ მუშაობს USB პორტები. OnHub-ი არ მომკვდარა, თუმცა დღეს Google-მა ახალი როუტერი, Google WiFi წარგვიდგინა.
OnHub-ი იყო ერთი როუტერი მთელი სახლისთვის. Google WiFi-ს კი სხვა გამოყენება აქვს. თუ თქვენ ამ მოწყობილობის რამდენიმე ერთეულს იყიდით, ისინი ერთმანეთს დაუკავშირდებიან და სახლში ქსელის გავრცელების უკეთეს დისტანციასა და ხარისხს უზრუნველყოფენ. აღნიშნული მეთოდი იმ შემთხვევაშია გამოსადეგი, თუ ძალიან დიდი სახლი ან ძალიან სქელი კედლები გაქვთ.
Google WiFi-ს დიზაინი მარტივი და სადაა. მისი დადგმა ნებისმიერ ადგილას შეგეძლებათ. OnHub-ის მსგავსად, ახალი როუტერის კონტროლში მობილური აპლიკაცია დაგეხმარებათ. Google WiFi $129 ეღირება, თუმცა თუ 3 ცალის შეძენას აპირებთ, მაშინ ის $299 დაგიჯდებათ. მისი შეძენა ნოემბერში იქნება შესაძლებელი, თუმცა ისინი თქვენამდე დეკემბრამდე ვერ მოაღწევენ.