ალბათ ხშირად გასცდენიხართ მოსახვევს ქალაქში თქვენი სმარტფონით ნავიგაციისას. ეს პრობლემა მალე წარსულს ჩაბარდება. IEEE Spectrum-ის განცხადებით, მომავალი წლიდან მოწყობილობები GPS-ის ახალი ჩიპით იქნება აღჭურვილი, რომელიც სიზუსტეს 5 მეტრის მაგივრად 30 სანტიმეტრის რადიუსამდე დაწევს. ამასთან ერთად, იგი იმის ნახევარ ძალას მოიხმარს, რასაც დღევანდელი ჩიპები მოიხმარენ.
BCM47755-ის მასიური წარმოება ჯერჯერობით არ დაწყებულა, თუმცა მათ 2018 წლის ფლაგმანურ სმარტფონებში ვიხილავთ. ახალი ტექნოლოგიის შესახებ სრული ინფორმაციის ნახვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.
წყარო: IEEE Spectrum