როგორც ალბათ უკვე იცით, Honor 8 ჩინეთში თითქმის ერთი თვის წინ გამოვიდა, თუმცა დღეს იგი კომპანიამ ამერიკაშიც წარადგინა. ეს არის პირველი ფლაგმანური მოწყობილობა ამერიკაში Honor-ისგან. კომპანიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 12 მეგაპიქსელიან კამერაზე, თითის ანაბეჭდის სწრაფ სენსორსა და სისწრაფეზე
[easytable caption="მონაცემები"]
ეკრანი,5.2" 1080p\, IPS\, 423 PPI
პროცესორი,Kirin 950\, რვა ბირთვიანი
RAM,4GB\, DDR4
მეხსიერების მოცულობა,32GB ან 64GB\, microSD მხარდაჭერა 128GB-მდე
კამერა (უკანა),ორმაგი 12MP\, ლაზერული აუტო-ფოკუსი\, f/2.2\, 1080p ვიდეო
კამერა (წინა),8MP\, f/2.4\, 1080p ვიდეო
ბატარეა,3000mAh სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით
კავშირგაბმულობა,USB Type-C\, LTE (T-Mo VoLTE)\, Wi-Fi (802.11 a/b/g/n/ac)\, NFC\, IR\, OTG\, Bluetooth 4.2
პროგრამული უზრუნველყოფა,Android 6.0-ზე დაფუძნებული EMUI 4.1
[/easytable]
როგორც ხედავთ, მონაცემების მხრივ, Honor 8 ძალიან გავს თავის ბიძაშვილს, Hauwei P9-ს. 5.2 ინჩიანი 1080p ეკრანი და 12MP-იანი ორმაგი კამერა ორივეს ერთნაირი აქვს. თუმცა, სხვა კომპონენტები ცოტათი განსხვავებულია, რადგან P9-ს Kirin 955 უფრო სწრაფია.
ტელეფონი მთლიანად გარშემორტყმულია 2.5D შუშით. Honor-ის განცხადებით, უკან განთავსებული შუშა სინათლეს სხვადასხვანაირად ირეკლავს. 12MP-იან ორმაგ კამერაში ერთ-ერთს ჩვეულებრივი სენსორი აქვს, მეორე კი მონოქრომულია. როგორც კომპანიამ თქვა, ეს სენსორები უზრუნველყოფს უკეთესი ფერების წარმოშობას და სურათების უკეთეს ხარისხსს სუსტად განათებულ გარემოში. თითის ანაბეჭდის სენსორი 0.4 წამში მუშაობს.
Honor 8-ში პირველად გამოჩნდება Huawei-ს Emotion UI 4.1 სკინი, რომელიც Android 6.0 Marshmallow-ზეა გადაკრული. ის ყველა იმ ფუნქციას შეიცავს, რომლებიც P9-ს აქვს, მაგალითად “Knuckle Sense”, სქრინშოთების, ვიდეოს გადაღება და ჟესტების შესრულება. თითის ანაბეჭდის სენსორით აგრეთვე შესაძლებელია სასურველი აპლიკაციის გახსნა, სურათის გადაღება, შეტყობინებათა პანელსი გახსნა და წაშლა, ზარების პასუხი და მაღვიძარას გათიშვა.
კომპანია ასევე მომხმარებლებს სთავაზობს Honor-ის PROMISE-ს. აღნიშნული სერვისი ერთჯერადია და იგი ერთ წლიან გარანტიასთან ერთად მოქმედებს. სერვისი გულისხმებს ეკრანის ან უკანა შუშის შეკეთებას. PROMISE 3 თვის განმავლობაში მოქმედებს და მის მისაღებად Honor-ის საიტზე რეგისტრაციაა საჭირო.
Honor 8 შავ, ლურჯ და თეთრ ფერებში. 32GB-იანი ვარიანტი $399.99, 32GB-იანი ვარიანტი კი $449.99 ღირს. ტელეფონის ყიდვა Amazon, Best Buy, B&H, Newegg და Honor-ის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი. წინასწარი შეკვეთები 17 აგვისტოს დაიწყება (ანუ, ჩვენი დროით, გუშინ დაიწყო). შეძენის შემთხვევაში აგრეთვე მიიღებთ $50-იან სასაჩუქრე ბარათს Amazon, Best Buy, B&H ან Newegg სერვისებზე. Newegg-იდან ყიდვის შემთხვევაში აგრეთვე მიიღებთ უფასო ქეისსა და JBL ყურსასმენებს. Honor-ის საიტზე შეძენის შემთხვევაში კი $50 უკან დაგიბრუნდებათ ყველა ეს შემოთავაზება 3 სექტემბრამდე გრძელდება.