HTC-მ ახლახანს განათავსა საიტზე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი უახლესი სმარტფონი, რომელიც სავარაუდოდ HTC 10-ის სახელით გამოვა, მზის შუქს 12 აპრილს იხილავს. როგორც ჩანს, HTC-ს ეს გაშვებაც მხოლოდ ინტერნეტში გავრცელდება, რადგან საიტზე მოცემულია მხოლოდ გაშვების დრო სხვადასხვა ლოკაციაზე და არა ფიზიკური მისამართი.
ევან ბლასმა უკვე გაავრცელატელეფონის სურათები, ამიტომ მისი დიზაინი არ არის საიდუმლოებით მოცული. HTC 10-ს მოუწევს კონკურენცია გაუწიოს ისეთ ფლაგმანებს, როგორებიცაა LG G5 და რაღა თქმა უნდა Samsung Galaxy S7, რომლებმაც მარკეტი შტურმით აიღეს.
კომპანიის ამჟამინდელმა ფლაგმანმა, HTC M9-მ იმედები ვერ გაამართლა. ბაზარზე მისი გაყიდვები საკმაოდ დაბალი იყო და დიზაინიც თითქმის უცვლელი სხვა M სერიის ტელეფონებისგან. თუ ზემოთ აღნიშნული სურათი ნამდვილია, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტელეფონი იქნება ყველაზე დიდი ევოლუცია HTC M7-ის შემდეგ. ახალი ტელეფონის დიზაინი წააგავს HTC A9-სას, რომელიც საკმაოდ ლამაზია, თუმცა მისი ფასი ზედმეტად მაღალია.