ალბათ ყველამ კარგად იცით, რომ სმარტფონების სამყაროში, HTC-ის მთავარი გასაღები ყოველთვის დიზაინი იყო. თავის დროზე, One M7 ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სმარტფონი იყო. კომპანიამ ეს დიზაინი შეინარჩუნა და გააუმჯობესა კიდეც 2014 წელს, როდესაც ახალი ფლაგმანი, One M8, გამოუშვეს. შემდეგ 2015 წელს One M9 გამოვიდა და ბევრ მომხმარებელს იმედი გაუცრუვდა. ცუდი ბატარეის ხანგრძლივობა, დაუხვეწავი კამერა და დიზაინი. One M9 კარგი ტელეფონი იყო, თუმცა არა ძალიან კარგი. ახლა კი, როგორც ჩანს, კომპანია ცდილობს თავისი შეცდომები ახალი ფლაგმანით, HTC 10-ით გამოასწოროს.
ამ სმარტფონის შესახებ ჭორები რამდენიმე თვის განმავლობაში დადიოდა ინტერნეტში, დღეს კი ის როგორც იქნა ოფიციალურად გამოვიდა.
HTC 10-ის სისტემური მახასიათებლები
ეკრანი:
5.2 ინჩიანი Super LCD 5 ეკრანი მრუდოვანი Gorila Glass-ით
2560 x 1440 გაფართოება
564ppi
პროცესორი: 2.2GHz სიხშირის 64 ბიტიანი Qualcomm Snapdragon 820 პროცესორი
ოპერატიული: 4GB
მახსოვრობა: 32/64GB შიდა მეხსიერება
MicroSD: მხარდაჭერა 2TB-მდე
თითის ანაბეჭდის სენსორი: კი
SIM ბარათის ტიპი: Nano SIM
დაკავშირებადობა:
USB Type-C
3.5მმ სტერეო აუდიო პორტი
Bluetooth 4.2
Wi-Fi: 802.11 a/b/g/n/ac (2.4 & 5GHz)
NFC
DisplayPort
DNLA
Miracast
Google Cast
AirPlay
HTC Connect
პროგრამული უზრუნველოფა:
Android 6.0 Marshmallow
HTC Sense
კამერები:
უკანა: 12MP HTC UltraPixel 2 (1.55µm პიქსელის ზომა) ლაზერული აუტოფოკუსით, OIS-ითა და f/1.8 დიაფრაგმით
წინა: 5MP (1.34µm პიქსელის ზომა) OIS-ითა და f/1.8 დიაფრაგმით
ხმა:
HTC BoomSound Hi-Fi Edition
Dolby Audio 4
ბატარეა:
შეუცვლადი 3,000 მილიამპერიანი ბატარეა
Quick Charge 3.0 მხარდაჭერა
ზომები და წონა:
145.9 x 71.9 x 3.0 – 9.0მმ
161 გრამი
ფერები:
Carbon Grey (ნაცრისფერი), Glacier Silver (ვერცხლისფერი) and Topaz Gold (ოქროსფერი)
HTC 10-ს აქვს 5.2 ინჩიანი Super LCD 5 ეკრანი, 2560 x 1440 გაფართოებით. დიახ, როგორც იქნა, HTC-მ თავის ფლაგმანში Quad HD გაფართოების ეკრანი ჩააყენა. გასულ წელს, როდესაც M9 გამოვიდა, ყველას იმედები გაუცრუვდა როცა გაიგეს, რომ მას Full HD გაფართოების ეკრანი აქვს. კომპანიის თქმით, ახალი ეკრანი 30%-ით უფრო ფერადი და 50%-ით უფრო მგრძნობიარეა შეხებაზე, ვიდრე თავისი წინამორბედი. ასე რომ, M9-დან 10-ზე გადასვლისთვის საკმაოდ ბევრი მიზეზია.
HTC-ს ფლაგმანები ყოველთვის უმაღლესი კლასის პროცესორებით იყო აღჭურვილი და არც 10-ია გამონაკლისი. მას აქვს Qualcomm Snapdragon 820 პროცესორი, 2.2GHz სიხშირით, რომელსაც მხარს 4GB ოპერატიული მახსოვრობა უჭერს. ტელეფონს აქვს ორი ვარიანტი, 32 და 64GB-იანი. საბედნიეროდ, მას ასევე აქვს microSD ბარათის მხარდაჭერაც, 2TB-მდე.
ეკრანის დაბლა თქვენ ნახავთ home ღილაკს, ზუსტად ისეთს, როგორიც One A9-შია. ღილაკი ასევე ასრულებს თითის ანაბეჭდის სენსორის ფუნქციასაც. HTC ამბობს, რომ მას თქვენი თითის ნებისმიერი კუთხის ამოცნობა შეუძლია. One A9-ს საკმაოდ კარგი თითის ანაბეჭდის სენსორი აქვს, ამიტომ შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ 10-იც არ გაგვიცრუებს იმედებს.
ტელეფონის უკან იხილავთ 12 მეგაპიქსელიან UltraPixel 2 კამერის სენსორს, რომელიც ლაზერული ავტოფორკუსით, 1.55µm პიქსელის ზომით, ოპტიკური სურათის სტაბილიზაციითა (OIS) და f/1.8 დიაფრაგმითაა აღჭურვილი. ეს ყველაფერი, რაღა თქმა უნდა ბევრად უკეთესია იმაზე, რაც HTC-მ One M9-ში შემოგვთავაზა. კამერის აპლიკაცია სულ რაღაც .6 წამში ირთვება, მეორე თაობის აუტოფოკუსის ტექნოლოგია კი კამერას ბევრად სწრაფად ფოკუსირების საშუალებას მისცემს.
წინიდან ტელეფონს 5 მეგაპიქსელიანი UltraSelfie კამერა აქვს, 1.34µm პიქსელის ზომით, OIS-ითა და f/1.8 დიაფრაგმით. წინა კამერას ფართო კუთხე და ეკრანის განათებაც აქვს, რის გამოც სელფის გადაღება ბევრად უკეთესი ხდება.
სმარტფონს 3,000 მილიამპერიანი შეუცვლადი ბატარეა აქვს, რაც 2,840 მილიამპერთან შედარებით, რომელიც One M9-ში იყო, საკმაოდ კარგია. მართალია ტელეფონს უსადენო დამუხტვის რეჟიმი არ აქვს, თუმცა მისი დატენვა ძალიან სწრაფად შეიძლება, რადგან მას Qualcomm Quick Charge 3.0 მხარდაჭერა აქვს. თქვენ შეგეძლებათ 30 წუთში ტელეფონი 50%-მდე დატენოთ. როგორც ზემოთ იხილეთ, ახალ ფლაგმანს ასევე აქვს USB Type-C პორტიც.
HTC 10-ის დიზაინი, პროგრამული უზრუნველყოფა და ფუნქციები
HTC 10 თითქმის სულ ალუმინითაა შემოსილი, გარშემო კი ლამაზი ჩარჩოთია შემოსაზღვრული. წინიდან კი ტელეფონი მთლიანად შუშისაა.
მოწყობილობას ასევე აქვს Hi-Res აუდიოც. თქვენ შეგეძლებათ აუდიო 16 ბიტიდან 24 ბიტამდე აწიოთ, რაც აუდიოფილებს ნამდვილად გააბედნიერებს. Personal Audio Profile სისტემის საშუალებით კი შესაძლებელია უნიკალური “პროფილების” შექმნა. 10-ს აქვს BoomSound Hi-Fi Edition დინამიკები.
ტელეფონი აღჭურვილია Android 6.0 Marshmallow სისტემით, HTC Sense ინტერფეისით. კომპანიამ შეამცირა მოყოლილი აპლიკაციების რიცხვი, ამიტომ სისტემა ბევრად უფრო სწრაფად იმუშავებს და მეხსიერებაში თავისუფალი ადგილიც მეტი იქნება. ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ფუნქცია, რაც სისტემას დაემატა, არის Freestyle Layout რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ ეკრანზე ნებისმიერ ადგილას განათავსოთ აპლიკაციები და ვიჯეტები.
10-ში ასევე დაყენებულია Boost+ აპლიკაცია, რომელიც ტელეფონს ასწრაფებს და მას უფრო ენერგოდაზოგვადს ხდის. მას აქვს ფუნქცია “ჭკვიანი აჩქარება”, რომელიც ავტომატურად უკეთეს ოპტიმიზაციას ტელეფონის მახსოვრობას. ასევე თამაშების ამჩქარებელი, რომელიც თამაშის დროს ბატარეის დაზოგვაში დაგვეხმერება. და ბოლოს, PowerBotics სისტემა, რომელიც ავტომატურად ამოიცნობს და გათიშავს აპლიკაციებს, რომლებიც საკმარისზე მეტ ენერგიას იყენებენ. Boost+ასევე საშუალებას მოგცემთ შეცვალოთ App Lock-ის ფუნქციონალი, ასე რომ თქვენ ნებისმიერი აპლიკაციის დაბლოკვა შეგეძლებათ.
HTC 10-ის ფასი და ხელმისაწვდომობა
რეგიონების მიხედვით, HTC 10 გამოვა ორ ვარიანტში, რომლებსაც სხვადასხვა პროცესორები ექნებათ. პირველი ვარიანტი Qualcomm Snapdragon 820-ით იქნება აღჭურვილი, დანარჩენი მონაცემები კი იდენტური იქნება. მეორე ვარიანტი კი Snapdragon 652 პროცესორით იქნება. HTC-ის განცხადებით, ორივე ვარიანტს ექნება იგივე დიზაინი, დინამიკები, კამერა და ეკრანი, ასევე მსგავსი პროგრამული უზრუნველყოფა და ბატარეის ხანგრძლივობა.
HTC 10 ხელმისაწვდომი იქნება აპრილის ბოლოსკენ. ზუსტი ფასი ჯერ კიდევ დასადგენია.