როგორც იცით, Huawei სმარტფონების ბაზარზე დაწინაურდა. მან გაყიდვების მაჩვენებლით Apple-საც კი გადაუსწრო და მსოფლიოში სმარტფონების მწარმოებელი ნომერ მეორე კომპანიის ტიტულიც მოიპოვა. მისი ფლაგმანური ხაზი P და Mate სერიას მოიცავს. წელს მათ 3 სმარტფონი, P20 lite, P20 და P20 Pro წარადგინეს, რომლებიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, წინ კი Mate სერიაა.
Android სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ბლოგმა, XDA-მ დაახლოებით 1 თვის წინ Huawei Mate 20-ის ტექნიკური მახასიათებლები გაავრცელა, რომელიც სისტემური ფაილებიდან იყო მოპოვებული. როგორც ბლოგი იუწყება სმარტფონი აღჭურვილი იქნება HiSilicon Kirin 980 ჩიპსეტით, 4,200mAh-იანი ბატარიით, 6.3 ინჩიანი AMOLED ეკრანით, 6GB RAM/128GB შესანახი მეხსიერებითა და უსადენო დამუხტვის ტექნოლოგიით.
დღეს კი იმავე ბლოგმა აღნიშნული სმარტფონის დიზიანის ფოტო-რენდერები გაავრცელა, რომელიც დამზადებულია ჩინეთიდან მოწოდებულ სურათებზე დაყრდნობით. სამწუხაროდ ამ სურათებს XDA ვერ ასაჯაროვებს. შესაბამისად ფოტო-რენდერებში შესაძლოა წვრილმანი უზუსტობებიც იყოს.
Huawei Mate 20-ის ფოტო-რენდერები
როგორც ფოტოებიდან ჩანს Huawei Mate 20-ის წინა პანელზე განთავსებულია უფრო პატარა ნახევარკუნძული, ვიდრე P სერიის 2018 წლის სმარტფონებში ვიხილეთ. ამას კიდევ უფრო ადასტურებს სისტემურ ფაილებში ნაპოვნი 2244×1080 გაფართოების ჩარჩო.
მარჯვენა მხარეს ვხვდებით ჩართვისა და ხმის ღილაკებს, ხოლო მარცხნივ სიმ-ბარათის სლოტს.
თუ კარგად დააკვირდებით კამერის ზემოთ ასევე შენიშნავთ დინამიკს, რომელიც მთავარ დინამიკთან ერთად სტერეო აუდიო სისტემას მოგვცემს. იმის გამო, რომ სმარტფონის დიზაინის რაღაც დეტალები ჯერ კიდევ უცნობი ან დაუზუსტებელია, XDA-მ მხოლოდ კამერის მოდული გვაჩვენა, რომელიც შედგება 3 მთავარი კამერისა და საკმაოდ მოზრდილი LED განათებისგან. მსგავსი წყობა ჯერ არც ერთ სმარტფონში შეგხვედრია, რაც ხაზს გაუსვამს აღნიშნული მოდელის ინდივიდუალიზმს.
სმარტფონის ქვედა მხარეს ვხვდებით USB Type-C დამტენის ბუდეს, დინამიკსა და მიკროფონს. საინტერესოა ისიც, რომ Mate 20-ის ზემოთა მარცხენა მხარეს განთავსებულია 3.5 მმ-იანი ყურსასმენების ჯეკი, როცა კომპანიამ ის P20 და Mate 10 სერიაში ამოიღო.
ტექნიკური მახასიათებლები
- საოპერაციო სისტემა – Android 9 Pie
- ჩიპსეტი – HiSilicon Kirin 980
- RAM – 6GB (სხვა კონფიგურაცია ჯერ უცნობია)
- შესანახი მეხსიერება – 128GB (სხვა კონფიგურაცია ჯერ უცნობია)
- ეკრანი – 2244×1080 გაფართოების 6.3 ინჩიანი AMOLED
- აუდიო – 3.5მმ-იანი კეჯი, სტერეო დინამიკები
- ბატარია – 4,200 mAh
Huawei-ის მომავალი ფლაგმანური სმარტფონის ფასი და გამოსვლის თარიღი ჯერ უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ Mate 20-ი 2-3 თვეში წარსდგება. კომპანია დაახლოებით 2 კვირაში ახალი ჩიპსეტის, HiSilicon Kirin 980-ის შესაძლებლობებს IFA-ს ღონიძიებაზე გაამხელს.
როგორც მოგეხსენებათ, Huawei Mate 20-ში ბუთლოადერის გახსნა შეუძლებელი იქნება, ამიტომ ის, ვისთვისაც ეს დეტალი მნიშვნელოვანია, კარგად უნდა დაფიქრდეს მის შეძენაზე.