სწრაფი მიმოხილვა: Huawei P20 Lite-ის კამერის შესაძლებლობები

Huawei-ს ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში კიდევ ერთხელ დაგვდო პატივი და ამჯერად კომპანიის უახლესი სმარტფონის, P20 Lite-ის დატესტვის საშუალება მოგვცა. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისის ცარიელ ქუჩებში დავსეირნობდი და ვცდილობდი, მაქსიმალურად წარმომეჩინა მოწყობილობის კამერის შესაძლებლობები. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ მობილური ფოტოგრაფიით გატაცებული არ ვყოფილვარ, ამიტომ დიდი ალბათობით ვერ მოვახერხებ კამერის სრული პოტენციალის გამოყენებას.

აგრეთვე უნდა აღვნიშნო, რომ Huawei-ს მიერ მოწოდებული ტელეფონი არის ე.წ. მარკეტინგული “სემფლი” და არა ის ვერსია, რომელსაც მაღაზიის თაროებზე იხილავთ. იქ უკვე შეხვდებით ბევრად უფრო ოპტიმიზირებულ, დახვეწილ და სტაბილურ კამერას.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე მაინც ვთვლი, რომ აღნიშნული სმარტფონის კამერა საკმაოდ კარგად გაუმკლავდება თქვენს ყოველდღიურ მოთხოვნილებებს: Facebook-სა და Instagram-ზე VSCO-თი გალამაზებული სელფების დადებას თუ სხვადასხვა რეჟიმის დატესტვას.

სათაურიდანაც მიხვდებით, რომ ეს იყო უბრალო, სწრაფი მიმოხილვა. შეძლებისდაგვარად მალე შემოგთავაზებთ კამერის სრულ მიმოხილვას, პროფესიონალი ფოტოგრაფის დახმარებით. ასევე, გირჩევთ გამოგვყეთ Instagram-ზე, რათა იხილოთ დამუშავებული სურათები. ასევე მალე დავიწყებთ საინტერესო ტექნიკის გათამაშებას ამავე პლატფორმაზე.