მომენტალური აპლიკაციების გამოყენებით შესაძლებელია დაუინსტალირებელი აპლიკაციების გაშვება

ძალიან ხშირად, კონკრეტული კონტენტის ნახვა აპლიკაციაში ბევრად უფრო კომფორტული და მოსახერხებელია, ვიდრე ბრაუზერში. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც რაიმე აპლიკაცია მხოლოდ ერთჯერადი მოხმარებისთვის გვჭირდება და მისი გადმოწერა არ გვინდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, Google-მა გამოუშვა Android Instant Apps (მომენტალური აპლიკაციები). კონტენტი, რომელიც ღრმადაა ჩაშენებული აპლიკაციაში, ავტომატურად გადმოიწერება და მომენტალურად გაეშვება.

როგორც ელი ფავერსმა თქვა, აპლიკაციების მუშაობის პრინციპი მოდულებზეა დაყრდნობილი. სერვისი Jelly Bean-ზეც კი იმუშავებს და იგი Google Play Services-ის განახლებით იქნება ხელმისაწვდომი.

I/O-ზე პრეზენტატორმა შემდეგი მაგალითი გამოიყენა: მან გახსნა Buzzfeed-ის ვიდეო. იმის მიუხედავად, რომ Buzzfeed-ის აპლიკაცია მოწყობილობაზე არ იყო დაინსტალებული, იგი მაინც წამიერად გაიხსნა და ვიდეოს ყურება აპლიკაციაში გახდა შესაძლებელი. ამ დროს იტვირთება ის მოდულები, რომლებიც საჭიროა კონკრეტული აქტივობისთვის.

nexus2cee_Screenshot-218

ზემოთ აღნიშნულ სურათზე გამოსახულია კიდევ ერთი მაგალითი. ელიმ მოძებნა კამერის ჩანთა. საძიებო სისტემის შედეგებში ნახა სასურველი პროდუქტი, რომელიც B&H-ის საიტზე იყო განთავსებული, და დააჭირა მასზე. ამ დროს გაიხსნა B&H-ის მომენტალური აპლიკაცია, რომელიც რეალურად ტელეფონზე არაა დაინსტალებული. ელიმ ასევე შეამოწმა პროდუქტის ინფორმაცია, დაამატა იგი კალათაში და შემდეგ გამოიწერა Android Pay-ს საშუალებით.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ტრანზაქციები, მითუმეტეს Android Pay-ს გამოყენებით, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო გამოყენებაა აღნიშნული სერვისისთვის. დამეთანხმებით, ბრაუზერის ფანჯარაში საკრედიტო ბარათის მონაცემების ხელით ჩაწერა ბევრად უფრო საშიშია.

იმისდა მიუხედავად, რომ დემონსტრაციაზე ყველაფერმა კარგად ჩაიარა და პროდუქტი თითქმის მზადაა, ფავერსმა გვითხრა, რომ იგი შემოდგომაზე გამოვა.