სამდღიანი Google I/O 2018-ი დასრულდა. მე უკვე შემოგთავაზეთ keynote-ის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეების მოკლე მიმოხილვა, ახლა კი მთელი ღონისძიების სიახლეების განხილვის ჯერი დადგა. გთავაზობთ 100 სიახლეს Google I/O-დან.
- Google Assistant-ს უკვე ექვსი სხვადასხვანაირი ხმა აქვს.
- Google Assistant-ს ჯონ ლეჯენდის ხმა დაემატა.
- ხელოვნური ინტელექტისა და WaveNet ტექნოლოგიის დახმარებით, Assistant-ი ზედმიწევნით განასახიერებს ადამიანის ხმას თავისი ტემბრით, ტონალობით, “ამმ-ებითა” და პაუზებით.
- Continued Conversation (გაგრძელებადი დიალოგი) საშუალებას გაძლევთ ასისტენტთან ხანგრძლივი დიალოგი გააბათ, ყოველ წამს “Hey Google-ის” გამეორების გარეშე. ასისტენტი აგრეთვე თავისუფლად მიხვდება, მიმართავთ თუ არა მას და შესაბამისად იმოქმედებს.
- Multiple Actions (რამდენიმე ქმედება) ასისტენტს კომპლექსური და რამდენიმე კითხვიანი წინადადებების ამოცნობაში ეხმარება. ამიერიდან ასისტენტს შეეძლება გაგცეთ პასუხი ისეთ კითხვებზე, როგორებიცაა “როგორი ამინდია ქუთაისსა და თბილისში?”
- Custom Routines (განსაზღვრული რუტინები) საშუალებას გაძლევთ რომელიმე ფრაზას თქვენთვის სასურველი ქმედებები “მიაბათ”. მაგალითისთვის, შეგიძლიათ უთხრათ ასისტენტს, რომ სადილი მზადაა, ის კი ჩართავს მუსიკას, გათიშავს ტელევიზორს და მოკლედ, იზამს ყველაფერს, რასაც წინასწარ დაავალებთ.
- მალე საშუალება გექნებათ რუტინები ავტომატურ რეჟიმში გაააქტიუროთ ასისტენტის და საათის აპლიკაციებიდან.
- მხოლოდ გასულ თვეს, ოჯახებმა 130,000 საათის ხანგრძლივობის ბავშვების ისტორიები მოისმინეს ასისტენტში.
- მიმდინარე წელს აგრეთვე გამოვა Pretty Please ფუნქცია, რომელიც ბავშვებს თხოვნისკენ მოუწოდებს და მბრძანებლურ ტონს “აუკრძალავს”.
- Smart Display მოწყობილობები ზაფხულიდან ჩაეშვება გაყიდვაში. თქვენი ხმისა და Google-ის ასისტენტის შეზავებით შეგეძლებათ გასაოცარი ვიზუალური შედეგების მიღება.
- ტელეფონზე შეიცვლება ასისტენტის სამომხმარებლო ინტერფეისი. მალე იგი გიჩვენებთ თქვენი დღის მცირე მიმოხილვას, შემოთავაზებებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში, ადგილმდებარეობასა და ასისტენტთან ბოლო ურთიერთქმედებებს.
- ასისტენტიდან მალე შეგეძლებათ საჭმლის შეკვეთა.
- ასისტენტი მალე Google-ის რუქებში დაემატება. მას მინიმალური დიზაინი ექნება, რათა თქვენი ყურადღება არ მიიქციოს და საჭეს არ მოგწყვიტოთ.
- Google Duplex-ის საშუალებით სხვადასხვა ბიზნესებთან თუ სერვისებთან ადგილის დასაჯავშნად და ჩასაწერად დარეკვა აღარასდროს მოგიწევთ. უბრალოდ უთხარით ასისტენტს თარიღი და საათი და იგი თქვენს მაგივრად ისაუბრებს. ფუნქცია სატესტო რეჟიმში ზაფხულიდან გაეშვება.
- წლის ბოლოსთვის Google Assistant-ი 80 ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი.
- Google Home-ისა და Home Mini-ს გაყიდვები დაიწყება შვიდ ახალ ქვეყანაში: ესპანეთში, მექსიკაში, კორეაში, ნიდერლანდებში, დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში.
- Gmail-ის Smart Compose ფუნქციის საშუალებით, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, წინადადებების დამთავრება აღარასოდეს მოგიწევთ. აგრეთვე იგი შეამცირებს თქვენს გრამატიკულსა და მექანიკურ შეცდომებს ტექსტში.
- Google-ის შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების, ML Kit-ის თავის აპლიკაციაში გამოყენება უკვე ნებისმიერ დეველოპერს შეუძლია. იგი უზრუნველყოფს ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა ტექსტის აღქმა, სახის ამოცნობა, ფოტოების დასახელება და სხვანი. იგი ხელმისაწვდომია როგორც ერთი მობილური SDK, თუმცა Firebase-ის საშუალებით იგი მუშაობს როგორც Android, ისე iOS პლატფორმაზეც.
- Google-ის მესამე თაობის TPU (Tensor Processing Unit) უკვე თხევად გაგრილებას იყენებს და წინა მოდელთან შედარებით ბევრად უფრო მძლავრია. ახალი TPU-ების დანერგვა კომპანიას მონაცემებისა და მოდელების უფრო სწრაფად დამუშავებაში დაეხმარება, რაც საშუალებას მისცემთ რაც შეიძლება მეტი პროდუქტი გააუმჯობესონ ხელოვნური ინტელექტით.
- Google-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც კომპანიის ხელოვნურ ინტელექტს ზუსტი დიაგნოზის დასმა და პრობლემების თავიდან არიდება შეუძლია.
- ხელოვნური ინტელექტი Waymo-ს ავტომობილებს საშუალებას აძლევს გადაადგილდნენ სხვადასხვა პირობებში, როგორებიცაა თოვლი, ნისლი, წვიმა და ა.შ. აღნიშნული გაუმჯობესებების წყალობით მალე ყველას შეეძლება ავტონომიურად მართვადი მანქანების გამოყენება.
- Google-მა Android P-ს ბეტა ვერსია გამოუშვა, რომელიც ინტელექტუალობაზე, სიმარტივესა და ციფრულ კეთილდღეობაზეა ფოკისირებული.
- DeepMind-თან თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა ადაპტირებული ბატარეის (Adaptive Battery) ფუნქციონალის შექმნა, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვან აპლიკაციებს ანიჭებს პრიორიტეტს.
- ადაპტირებული განათება (Adaptive Brightness) სხვადასხვა პირობებში სწავლობს თქვენს გემოვნებას და შემდგომში ავტომატურად აკონტროლებს სმარტფონის ეკრანის სიკაშკაშეს.
- App Actions (აპლიკაციის ქმედებების) საშუალებით სისტემა საშუალებას გაძლევთ მარტივად გადადგათ შემდეგი ნაბიჯი. მაგალითად, ყურსასმენების შეერთებისას, სისტემა Spotify-ში თქვენი საყვარელი playlist-ის ჩართვას შემოგთავაზებთ.
- “ქმედებები” გამოჩნდება ისეთ ადგილებში, როგორებიცაა აპლიკაციებისა და ტექსტის სარჩევი, Play Store-ი, Google-ის საძიებო აპლიკაცია და ასისტენტი.
- ნაჭრები (Slices) თქვენს ტელეფონს კიდევ უფრო ჭკვიანს ხდის. მისი საშუალებით აპლიკაციის ერთი კონკრეტული ნაწილის გამოძახება შეგეძლებათ. მაგალითად, თუ საძიებო ველში თქვენი საყვარელი ტაქსის აპლიკაციის სახელს ჩაწერთ, შეიძლება იხილოთ მგზავრობის საფასური თქვენს სახლამდე ან სამსახურამდე. მათზე დაჭერით ტაქსი კვე გზაში იქნება თქვენც საკმაოდ დიდ დროს დაზოგავთ.
- ახალი სამუშაო პროფილი სარჩევში თქვენს პერსონალურ და სამუშაო აპლიკაციებს ერთმანეთისგან მიჯნავს და მათ ორ სხვადასხვა კატეგორიაში ახარისხებს.
- Android P-ს home ღილაკზე ასრიალებით განახლებულ Overview მენიუს იხილავთ, სადაც ნავიგაცია ჟესტებით შეგეძლებათ.
- თუ აპლიკაციებს შორის ხშირად დახტუნაობთ, მაშინ ეს სიახლე გაგახარებთ. ჭკვიანი ტექსტის მოსანიშნი (Smart Text Selection) უკვე Overview-შიც მუშაობს, ასე რომ ტექსტის დასაკოპირებლად აპლიკაციის გახსნა სულ არ დაგჭირდებათ.
- Android P-ში აგრეთვე შეცვლილია სწრაფი ოფციების დიზაინი, დახვეწილია screenshot-ების გადაღებისა და რედაქტირების მეთოდი, გამარტივებულია ხმისა და შეტყობინებების კონტროლი და სხვები.
- ტექნოლოგიები თქვენი ცხოვრების გამარტივებისთვისაა შექმნილი და არა მათგან გამოსაყოფად. Android P-ში ჩაშენებულია ციფრული კეთილდღეობისთვის საჭირო ფუნქციები.
- Dashboard-ის საშუალებით ზუსტად გეცოდინებათ, რამდენ დროს ხარჯავთ ტელეფონზე, რომელ აპლიკაციებს უფრო ხშირად იყენებთ, რამდენ შეტყობინებას ხედავთ ყოველდღე და ა.შ.
- ამ ინფორმაციის ნახვასთან ერთად, აგრეთვე შეგეძლებათ მისი კონტროლიც. აპლიკაციების ტაიმერის (App Timer) საშუალებით შეგიძლიათ ნებისმიერ აპლიკაციაზე დროის ლიმიტის დაწესება. აღნიშნული ლიმიტის ამოწურვის შემდეგ სისტემა რაიმე სხვის კეთებისკენ მოგიწოდებთ.
- Do Not Disturb (DND) რეჟიმი უკვე ზარებსა და მესიჯებთან ერთად სხვა ყველანაირ შეტყობინებასაც აქრობს ტელეფონის ეკრანიდან.
- DND რეჟიმის გააქტიურება შესაძლებელია ტელეფონის ეკრანით მაგიდისკენ დადებისას.
- ახალი API-ს წყალობით, აპლიკაციებში თქვენი სტატუსი ავტომატურად დაყენდება “away-ზე” მაშინ, როცა DND რეჟიმს გაააქტიურებთ.
- Wind Down-ი ავტომატურად რთავს ღამის რეჟიმს და თქვენს ტელეფონს შავ-თეთრად აქცევს, რაც მოწყობილობას ნაკლებად მიმზიდველს ხდის და ადრე დაძინებაში გვეხმარება.
- Android P აღჭურვილია უსაფრთხოების ისეთი განახლებებით, როგორებიცაა დაცული და დაშიფრული რეზერვები, განახლებული დადასტურების დიალოგები და ა.შ.
- Project Treble-ის წყალობით, Google-მა მოახერხა და Android P-ს ბეტა ვერსია Pixel-ების გარდა სხვა სმარტფონებზეც გამოუშვა. ესენია Sony Xperia XZ2, Xiaomi Mi Mix 2S, Nokia 7 Plus, Oppo R15 Pro, Vivo X21, OnePlus 6 და Essential PH-1.
- შეეგებეთ JBL LINK BAR-ს. Harman-თან თანამშრომლობით Google-მა ჰიბრიდული მოწყობილობა შექმნა, რომელიც Google Assistant-ისა და Android TV-ის ფუნქციონალს აერთიანებს.
- დეველოპერებისთვის გამოვიდა შეზღუდული რაოდენობის ADT-2 მოწყობილობა, რათა საშუალება მიეცეთ მათ უფრო მეტი Android TV აპლიკაციების გასაკეთებლად.
- Android Auto უკვე 50-ზე მეტ მწარმოებელთან მუშაობს, რათა 400-ზე მეტ მანქანაზე იყოს მხარდაჭერილი პლატფორმა.
- Volvo-ს შემდეგი თაობის Android-ით აღჭურვილი სისტემა შეიცავს Google-ის აპლიკაციებს, მათ შორის რუკებს, ასისტენტსა და მარკეტს.
- ჭკვიან საათები Google Assistant-ისა და Wear OS-ის ახალი ფუნქციების წყალობით კიდევ უფრო ჭკვიანები გახდნენ.
- ჭკვიანი შემოთავაზებების წყალობით უკვე შეგიძლიათ Wear OS-იდან ასისტენტთან გრძელი დიალოგის გაბმა.
- ახლა უკვე შესაძლებელია ასისტენტის პასუხების მოსმენა როგორც მოწყობილობის, აგრეთვე დამატებითი Bluetooth დინამიკიდან.
- Actions-ის (ქმედებების) წყალობით მალე საათიდან შეგეძლებათ ისეთი დავალებების შესრულება, როგორებიცაა სახლის კონტროლი, რაიმეს შეკვეთა და ა.შ.
- 220 ქვეყნის გარშემო 21 მილიონ მილზე მეტი უკვე ასახულია Google-ის რუკებზე, რომელსაც 1 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს.
- Google-ის რუკებს ემატება ასისტენტის მეტი ფუნქცია. Explore კატეგორიაში შეგიძლიათ იხილოთ უახლოესი ღონისძიებები, რესტორნები თუ სხვა თქვენთვის საინტერესო დაწესებულებები.
- რეიტინგული სიების საშუალებით მალე შეგეძლებათ ადგილობრივი ექსპერტების, Google-ის ალგორითმებისა და ნდობით აღჭურვილი დამხმარეების მიერ რეკომენდირებული ადგილების აღმოჩენა.
- ახალი ფუნქციების დახმარებით გამარტივდა ჯგუფური შეკრების დაგეგმვა. ახლა უკვე შეგიძლიათ რამდენიმე ადგილიანი სიის გაკეთება, რომელსაც ნებისმიერ პლატფორმაზე გაუზიარებთ მეგობრებს და ერთად გააკეთებთ არჩევანს.
- დაემატა ახალი “გემოვნების” ინდიკატორი, რომელიც თქვენი გემოვნების მიხედვით ამა თუ იმ საჭმელსა თუ სასმელს.
- განახლებულია შესახვევების რჩევის პრინციპი. ახლა უკვე ზუსტად გეცოდინებათ, ოთხად გაყოფილი ქუჩის რომელ შესახვევში უნდა შეხვიდეთ.
- ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი შემოთავაზებული ქმედებების (Suggested actions) საშუალებით მალე შეძლებთ ავტომატურად გააზიაროთ, ამოაბრუნოთ, დააარქივოთ ან უფრო ნათელი გახადოთ ფოტო. აგრეთვე შეძლებთ ტექსტზე გადაღებული ფოტოს მაღალი ხარისხის PDF დოკუმენტად გადაქცევას.
- Color pop ფუნქცია ფოკუსის ობიექტს ფერადად ტოვებს, ფონი კი შავ-თეთრში გადაჰყავს.
- აგრეთვე მალე შეძლებთ შავ-თეთრი ფოტოების ავტომატურად გაფერადებას.
- Google Photos-ის საპარტნიორო პროგრამით დეველოპერებს წვდომა ექნებათ ხელსაწყოებთან, რომლებიც მათ უფრო სწრაფი და ჭკვიანი აპლიკაციების შექმნაში დაეხმარებათ.
- ისევ და ისევ ხელოვნური ინტელექტის წყალობით Google News-ის ახალ პლატფორმაში თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია რეალურ დროში განახლდება. სხვადასხვა ისტორიები თავიანთ შესაბამის კატეგორიაში იქნება განთავსებული.
- “For You” (შენთვის) კატეგორიაში იხილავთ ხუთ სიახლეს, რომელიც Google-მა მთელი ინტერნეტიდან სპეციალურად შენთვის აარჩია. ფუნქციას “Daily Briefing” ეწოდება და იგი მაქსიმალურადაა მორგებული თქვენს ინტერესებზე.
- Full Coverage (სრული დაფარვით) შეგიძლიათ ნებისმიერი მოვლენის შესახებ სრული ინფორმაცია იხილოთ. მაგალითისთვის, 12 მაისს იხილავთ პოლიციის მიერ განხორციელებული სამარცხვინო “საქმიანობის” დეტალებს, მის შედეგებს, რეალურ დროში მიიღებთ განახლებულ ინფორმაციას და ა.შ.
- Headlines (მთავარი მოვლენების) სექციაში იხილავთ ნებისმიერი კატეგორიის სიახლეს მსოფლიოს გარშემო. კატეგორიებში შედის ბიზნესი, მეცნიერება, სპორტი, გართობა და სხვანი.
- თქვენი საყვარელი პორტალების გამოწერა (subscribing) უკვე ყველანაირი პაროლისა და საკრედიტო ბარათის გარეშეა შესაძლებელი. მათი ნახვა ნებისმიერი პლატფორმიდან შეგეძლებათ.
- განახლებული Google Lens-ი საშუალებას გაძლევთ დააკოპიროთ და შეინახოთ ტექსტი რეალური ცხოვრებიდან. დაუმიზნე ტელეფონი ნებისმიერი სახის დოკუმენტსა თუ აბრას და შეასრულე ნებისმიერი ქმედება ტექსტზე.
- Lens-ის საშუალებით უკვე შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია არა მარტო ნებისმიერ ნივთზე, არამედ მის მსგავს პროდუქციაზეც
- Lens-ი მომენტალურად ახდენს ობიექტების იდენტიფიკაციას და მასზე ინფორმაციის გადმოცემას.
- Lens-ი მალე ჩაშენებული იქნება LGE, Motorola, Xiaomi, Sony Mobile, HMD/Nokia, Transsion, TCL, OnePlus, BQ, Asus და რაღა თქმა უნდა Google Pixel სმარტფონების კამერაში.
- Lens-ი უკვე ხელმისაწვდომია ფრანგულად, იტალიურად, გერმანულად, ესპანურად და პორტუგალიურად.
- Tour Creator-ის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ვირტუალური რეალობის ტურის მოწყობა Google Street View-ის ან საკუთარი 360 გრადუსიანი ფოტოების დახმარებით.
- Java-ს დეველოპერებს Sceneform-ის საშუალებით ჩახლართული API-ების სწავლის გარეშე შეეძლებათ 3D და გაფართოებული რეალობის (AR/Augmented Reality) აპლიკაციების შექმნა.
- ARCore-ის Cloud Anchor API-ს საშუალებით, რომელიც Android და iOS პლატფორმებზეა ხელმისაწვდომი, დეველოპერებს შეეძლებათ როგორც სახლის დეკორაცია, ისე სათამაშო გაფართოებული რეალობის აპლიკაციების რეალობად ქცევა. მისი მთავარი ფუნქცია და გამარტივებული კოლაბორაციაა მეგობრებთან ერთად.
- ARCore-ს დაემატა Vertical Plane Detection, რაც AR ობიექტების ნებისმიერ ვერტიკალურ ზედაპირზე მარტივად მიმაგრებას გულისხმობს. ახლა უკვე შეგიძლიათ პოსტერები თქვენს კედელზე მოსინჯოთ.
- გაფართოებული სურათების (Augmented Images) საშუალებით QR კოდების, AR მარკერებისა და სტატიკური სურათების (როგორებიცაა ლოგოები, პოსტერები, რუკები) სკანირება ბევრად უფრო ადვილი გახდა.
- YouTube-ის განახლებულ აპლიკაციაში მალე ტაიმერის დაყენება შეგეძლებათ, რომელიც განსაზღვრული დროის შემდეგ შესვენებისკენ მოგიწოდებთ.
- შეგიძლიათ აირჩიოთ კონკრეტული დროის მონაკვეთი, რომელშიც YouTube-ის შეტყობინებები დაბლოკილი იქნება.
- აგრეთვე შეგიძლიათ კომბინირებული შეტყობინების გააქტიურება. იგი დღეში ერთხელ მოვა და მთელი დღის განმავლობაში მოსასვლელ შეტყობინებებს გაჩვენებთ.
- მალე გააქტიურდება ფუნქცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ რამდენი ხნის განმავლობაში უყურებთ ამა თუ იმ არხს.
- ახალი Android აპლიკაცია, Lookout-ი, მხედველობა დაქვეითებულ ხალხს მათ მახლობლად მდებარე ობიექტების, ხალხისა და ტექსტის ამოცნობის საშუალებას აძლევს.
- Gboard-ის ბეტა ვერსიაში უკვე შეგიძლიათ მორზეს კოდის გამოყენება, რაც ტანია ფინლაისონის დამსახურებაა.
- Google Play Instant ფუნქციის გამოყენება უკვე ნებისმიერ დეველოპერს შეუძლია.
- Google Play Console-ის განახლებული ფუნქციები თქვენი აპლიკაციის წარმადობის გაზრდაში დაგეხმარებათ. განახლება შეიცავს დახვეწილ სტატისტიკას, დიაგნოსტიკას და სხვა მნიშვნელოვან მაჩვენებლებს.
- Android Jetpack არის არის ახალი კომპონენტების, ხელსაწყოებისა და ინსტრუქციების ნაკრები, რომელიც დეველოპერებს უკეთესი აპლიკაციების შექმნის საშუალებას მისცემს.
- Android KTX, რომელიც Jetpack-თან ერთად გაეშვა, აპლიკაციაში Kotlin-ის კოდის ოპტიმიზაციას ემსახურება.
- Android App Bundle არის აპლიკაციების გამოქვეყნების ახალი ფორმატი, რომელიც დეველოპერებს აპლიკაციის ზომის შემცირებასა და მათ სხვადასხვა სმარტფონისთვის ოპტიმიზაციაში ეხმარება.
- Android Studio 3.2 განახლებაში შედის Android P Developer Preview-ის მხარდაჭერა, App Bundle და Android Jetpack-ის თავსებადობა და კიდევ ძალიან ბევრი საჭირო ფუნქცია.
- Dynamic Delivery-ს წყალობით მომხმარებლების მოწყობილობაში ჩაიწერება აპლიკაციის ის კოდი და რესურსები, რომლებიც აპლიკაციის ჩასართავადაა საჭირო. აღნიშნული პროცედურა შეამცირებს გადმოწერის დროს და დაზოგავს მეხსიერებას.
- Android Things 1.0-ის საშუალებით დეველოპერებს უკვე კომერციული IoT პროდუქტების აწყობა და გაყიდვა შეუძლიათ.
- Firebase-ის წარმადობის მონიტორინგის (Performance Monitoring) სერვისი თქვენი აპლიკაციის ხარვეზების აღმოჩენაში დაგეხმარებათ.
- რამდენიმე თვეში Firebase Test Lab-ს დაემატება iOS-ის მხარდაჭერაც, რაც საშუალებას მოგცემთ გამოუშვათ მაღალი ხარისხის აპლიკაციები ორივე პლატფორმისთვის.
- Flutter Beta 3-ის უახლესი მობილური SDK დაგეხმარებათ Android-სა და iOS-ზე მაღალი ხარისხის აპლიკაციების შექმნაში.
- გამოვიდა Android-ის გაფართოებული ბიბლიოთეკების (AndroidX) სატესტო ვერსია.
- Chromebook-ებზე უკვე Linux აპლიკაციებისა და ტერმინალის გაშვებაა შესაძლებელი.
- მატერიალური დიზაინის უახლესი ვერსიით დეველოპერები კიდევ უფრო ლამაზი აპლიკაციების შექმნას შეძლებენ. აგრეთვე შეიცვალა Material.io-ს დიზაინი.
- გამოვიდა მატერიალური ხელსაწყოები, რომლებიც დიზაინისა და დეველოპმენტის რამდენიმე პრობლემის გადაჭრას ემსახურება. მატერიალური თემების რედაქტორი: საკონტროლო პანელი, რომელიც სტილის ცვლილებებს აპლიკაციაში გლობალურად სახავს. გალერია: ახალი პლატფორმა მატერიალური დიზაინის აპლიკაციების თუ სხვა პროექტების გასაზიარებლად. აგრეთვე მატერიალურ დიზაინს დაემატა 5 სხვადასხვანაირი თემის ხატულები (icon-ები).
- ღია კოდის მატერიალური კომპონენტების წყალობით შეგიძლიათ შეცვალოთ აპლიკაციის ისეთი კომპონენტები, როგორებიცაა დიზაინი, ფერები, ფორმები, თემები და სხვა.
- ახალი ბეტა ვერსია დეველოპერებს საშუალებას მისცემს, წარმოაჩინონ თავიანთი აპლიკაციის რელევანტური კონტენტი.
- Google Play Instant აპლიკაციებთან AdWords-ის თავსებადობა სატესტო რეჟიმშია, ასე რომ დეველოპერებს უფრო მეტად შეეძლებათ რეკლამებიდან მომხმარებლის მოზიდვა.
- VTC-ს წყალობით ის დეველოპერები, რომლებიც საკუთარ აპლიკაციებში რეკლამებს იყენებენ, უფრო მეტ ინფორმაციას ნახავენ რეკლამის წარმადობის შესახებ.
- დეველოპერებს აწი უფრო მარტივად შეეძლებათ AdMob-ის საშუალებით წამახალისებელი რეკლამების გაშვება. მაგალითად, 15 წამიანი რეკლამის შედეგად მიიღებენ ერთ სიცოცხლეს, ამ 15 წუთით უფასო მუსიკას.
- დეველოპერებს რეკლამების მწარმოებლებთან უფრო მარტივად შეეძლებათ ინფორმაციის მიწოდება, რაც IAB Tech Lab-ის Open Measurement SDK-ს დამსახურებაა.
სტატია ბოლომდე წაიკითხეთ? გილოცავთ! თქვენ გინფოს ნამდვილი ფანი ხართ!