როგორც იცით, LG G5-ის გაყიდვებმა კომპანიას იმედები გაუცრუვა. სწორედ ამან გამოიწვია LG-ის მობილური დანაყოფის შემცირება. როგორც ჩანს, ახლა ისინი იმედებს 2016 წლის ახალ ფლაგმანზე, V20-ზე ამყარებენ, რომელიც სექტემბერში გამოვა და Android 7.0 Nougat-ით იქნება აღჭურვილი.
LG-ს ეს განცხადება კორეულ ენაზე გამოქვეყნდა (ე.ი. ჩვენი ინფორმაცია გადმოთარგმნულია), თუმცა მას არანაირი სურათი ან ტელეფონის რენდერი არ მოყოლია. ტელეფონის შესახებ სულ რამდენიმე წვრილმანი ვიცით. პირველი ისაა, რომ V20-ს ორმაგი წინა კამერა ექნება, ისევე, როგორც V10-ს. აგრეთვე, იგი იქნება პირველი ტელეფონი, რომელიც 32-ბიტიანი DAC-ით იქნება აღჭურვილი. V10-ის მსგავსად, მასაც ექნება მეორე ეკრანიც.
ჯერჯერობით, Android 7.0-ის ოფიციალურად გამოსვლის თარიღი უცნობია და ჩვენ ყველანი Google-ს ველოდებით. V20 სექტემბერში გამოვა, ასე რომ უნდა ვიმედოვნოთ, რომ Nougat-ი Nexus ხაზის მოწყობილობებზე აგვისტოში გავრცელდება.
წყარო: LG