LG V20 უკვე ოფიციალურია, Snapdragon 820, Anroid 7.0 Nougat და შეცვლადი ბატარეით

ალბათ უკვე იცით, რომ LG V20 არის პირველი სმარტფონი, რომელიც Android 7.0 Nougat-ითაა აღჭურვილი. ეს ტელეფონი LG-მ სულ რამდენიმე საათის წინ წარადგინა სან ფრანცისკოში.

სისტემური მახასიათებლები:

პროცესორი: Snapdragon 820

ოპერატიული მეხსიერება: 5.7 დიუიმიანი 1440p IPS + მეორე 160×1040 IPS ეკრანები (513ppi)

მეხსიერების მოცულობა: 64GB UFS + microSD ბარათის სლოტი

კამერები: 16MP f/1.8 + 8MP f/2.4 ფართო კუთხიანი უკანა კამერა, 5MP f/1.9 წინა

ბატარეა: 3200 მილიამპერიანი Quick Charge 3.0 მხარდაჭერით, შეცვლადი

ზომები: 159.7 x 78.1 x 7.6მმ

nexus2cee_LG-V20-Unveiled-2

LG V20 ძალიან გავს G5-ს, მაგრამ ახალი ფლაგმანი ალუმინითა და სილიკონის მსგავსი მატერიის კორპუსითაა შემოსილი. იგი სულ რაღაც 7.6 მილიმეტრის სისქისაა, რომელიც მას Galaxy Note7-ზე უფრო თხელს ხდის. მისი ხელში დაჭერა საკმაოდ კომფორტულია, თუმცა იგიც ისეთივე მტკიცე და მყარია, როგორიც V10. წინა მოდელის მსგავსად, V20-საც MIL-STD 810G რეიტინგი აქვს. ტელეფონს დაემატა USB Type-C პორტი და G5-ის მსგავსად, მასაც აქვს Quick Charge 3.0.

https://www.youtube.com/watch?v=u8gf32H1WOs

V10-ის მსგავსად, პატარა ეკრანი V20-საც აქვს. LG ამბობს, რომ ეს ეკრანი V10-ისაზე 50%-ით უფრო კაშკაშაა. ეკრანისა და Google-ის ახალი ფუნქციონალი კარგადაა ერთმანეთში შერწყმული. პატარა ეკრანის გამოყენებით შესაძლებელია შეტყობინებებზე პასუხი აპლიკაციების დაუტოვებლად, პარამეტრების სწრაფი გადართვა და ა.შ.

როგორც უკვე ავღნიშნე, V20 პირველი ტელეფონია, რომელზეც Android 7.0 Nougat აყენია. აღსანიშნავია, რომ მან Google Pixel-საც კი დაასწრო. ნუგას წყალობით, ტელეფონში კვლავ ვიხილავთ ორი ფანჯრის რეჟიმს (რომელიც G5-ში არ იყო). LG-მ სისტემას თავისი სკინი, UX 5.0+ გადააკრა. ტელეფონს აგრეთვე აქვს ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა Hi-Fi ვიდეო გადაღება, Steady Record 2.0, HD აუდიოს ჩამწერი და ESS Sabre DAC დინამიკები. ხმის ხარისხის დახვეწისთვის LG ასევე მუშაობდა Bang & Olufsen-თან ერთად, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში.

nexus2cee_LG-V20-Unveiled-3

LG V20-ის გაყიდვები სამხრეთ კორეაში მომავალი თვიდან დაიწყება. იგი ხელმისაწვდომი იქნება ტიტანის (ნაცრისფერი), ვერცხლისა და ოქროს ფერებში. ფასი და მარკეტებში ხელმისაწვდომობა ჯერჯერობით უცნობია. ამერიკაში არ გაიყიდება ვარდისფერი ვარიანტი, თუმცა ვინც წინასწარ შეუკვეთს, მათთვის ტელეფონს B&O-ს ყურსასმენები მოყვება.

წყარო: LG Newsroom