როდესმე დაფიქრებულხართ, თუ რამდენი რამის გაკეთება შეუძლია თანამედროვე სმარტფონს? გასაოცარია, თუ რამდენ სიმძლავრეს იტევს ის პატარა მოწყობილობა, რომელსაც მთელი დღე ვიყენებთ. კიდევ უფრო გასაკვირია ის ფაქტი, რომ ამ სიმძლავრეს ერთი პატარა ჩიპი უზრუნველყოფს, რომელიც უზარმაზარ ეკრანსა და დიდ ბატარეას შორისაა მოთავსებული.
ARM არის ერთ-ერთი იმ კომპანიათაგანი, რომლებიც თანამედროვე სმარტფონის ჩიპისთვის ამ ბლოკების აწყობას უზრუნველყოფენ. ისინი აკეთებენ გრაფიკისა და აპლიკაციის პროცესორებს, რომლებსაც შემდგომში ისეთი კომპანიები იყენებენ, როგორებიცაა MediaTek და Samsung – შესაბამისად თავიანთი Helio და Exynos ჩიპებისთვის. ახალხანს კი, ARM-მა წარადგინა ახალი პროცესორები, რომლებითაც 2017 წლის ფლაგმანები იქნება აღჭურვილი.
Mali-G71 არის ახალი გრაფიკული პროცესორი, რომელიც გრაფიკის სიჩქარის 50%-ით გაზრდას უზრუნველყოფს. აგრეთვე იგი მოიხმარს 20%-ით ნაკლებ ენერგიას და მისი სისწრაფის სიმჭიდროვე 40%-ით უკეთესია, ვიდრე Mali-T880-ის. როგორც ARM ამბობს, იგი “იდეალურია VR-ისა და AR-ის მაქსიმალური შთაბეჭილებისათვის მობილურ მოწყობილობებზე: და მისი მესამე თეობის Bifrost არქიტექტურა ოპტიმიზირებულია Vulkan-ის, Khronos OpenGL ES-ისა და OpenCL API-ებისთვის. Samsung-მა, MediaTek-მა და HiSilicon-მა უკვე მიიღეს უფლება Mali-G71-ზე, ასე რომ ამ მაღალი დონის ჩიპით მოწყობილობები სავარაუდოდ 2017 წელს გამოჩნდება.
Cortex-A73 არის ახალი მაღალი დონის ბირთვი ARM-ის რამდენიმე ბირთვიანი big.LITTLE კონფიგურაციის ხაზში. იგი უზრუნველყოფს 30%-ით მეტ სისწრაფეს, ვიდრეს Cortex-A72 და 30%-ით ნაკლები ენერგიის მოხმარებას. სისწრაფის უმაღლეს წერტილზე, იგი ადის 2.8GHz სიხშირეზე. ჩიპზე უკვე აქვს უფლებები ათზე მეტ პარტნიორს, მათ შორის არიან HiSilicon, Marvell და MediaTek.
წყარო: Mali-G71, Cortex-A73