Google Earth-სა და Maps-ში სატელიტური სურათების ხარისხი დაიხვეწა

2013 წელს ჰაერნაოსნობის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) კოსმოსში Landsat 8 სატელიტი გაუშვა. აღნიშნული სატელიტის მიზანია გადაუღოს დედამიწას ისეთი ხარისხის დეტალიზებული სურათები, როგორების გადაღებაც იქამდე შეუძლებელი იყო. ეს ღია პროექტია და მთელი ინფორმაციის ნახვა ახლავე შეგიძლიათ. დღეს კი, Google-მა Landsat 8-ის სურათების ინტერგრაცია Google Earth-სა და Maps-ში მოახდინა.

nexus2cee_Screen-Shot-2016-06-17-at-12.41.39-PM

აქამდე, ინფორმაციის მისაღებად Google-ი Landsat 7 სატელიტს იყენებდა, რომელიც თავის დროზე საუკეთესო იყო. თუმცა, 2003 წელს მომხდარი ინციდენტის გამო სურათები დანაწევრებულად იგზავნებოდა, რის დროსაც ინფორმაციის ნაწილი იკარგებოდა. Landsat 8-ს აღნიშნული პრობლემა არ აქვს და მის კამერას თითო პიქსელზე 15მ გაფართოება აქვს. დედამიწის ახალი ზედაპირის ფუნქცია აიწყო პეტაბაიტის (1000 ტერაბაიტის) მოცულობის Landsat-ის სურათებისგან.

nexus2cee_Screen-Shot-2016-06-23-at-3.31.37-PM

შედეგად მივიღეთ ის, რომ Google Earh-სა და Maps-ში ბევრად დაიხვეწა სურათების ხარისხი. მათი შემოწმება თქვენ თვონვე შეგიძლიათ.

წყარო: Google Maps Blog