Evleaks-ის განცხადებით HTC ორ Nexus-ს აწყობს

ევან ბლასმა, ასევე ცნობილია სახელით @evleaks, ახლახანს გაგვიმხილა, რომ HTC ორ ახალ მოწყობილობაზე მუშაობს, რომლებზეც Android N იქნება დაყენებული. მათი მოდელებია S1 და M1-ია. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია Google-თან ერთად მუშაობს. ასე რომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს Nexus-ებია.

მოწყობილობების კოდური სახელები სავარაუდოდ Marlin და Sailfish იქნება. უკვე დიდი ხანია, რაც Google თავისი მოწყობილობების კოდურ სახელებად წყლის ბინადრების სახელებს იყენებს. მათი ბოლო ტელეფონების, 5X-ისა და 6P-ის კოდური სახელებია Bullhead და Angler. Nexus 6-ის სახელი Shamu იყო, 5-ის კი Hammerhead და ა.შ.

სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ ვიცით თუ როგორ გამოიყურებიან ეს მოწყობილობები. თუმცა, AOSP Gerrit-ზე 30 მარტს აიტვირთა კოდი, რომელშიც Marlin არის ნახსენები.

nexus2cee_marlin1-1

ის ადამიანი, რომელმაც Marlin-თან დაკავშირებუილი კოდი ატვირთა, არის Quacomm-ის ინჟინერი. როგორც მოგეხსენებათ, Qualcomm თანამშრომლობს პარტრიორებთან მოწყობილობის დეველოპმენტის პროცესში, მათი პროცესორების გამო. აშკარაა, რომ Qualcomm-შიც ეცოდინებათ ახალი Nexus მოწყობილობების შესახებ.

Sailfish-ის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

https://twitter.com/evleaks/status/725395035022319616?ref_src=twsrc%5Etfw