რამდნიმე დღის წინ ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ Sailfish-ის, Nexus ხაზის ახალი, ზომით პატარა სმარტფონის სისტემური მახასიათებლები. დღეს კი შედარებით დიდის, Marlin-ის ჯერი დადგა. ზედმეტი ლაპარაკის გარეშე, სმარტფონის მონაცემები ასე გამოიყურება:
- წარმოებულია HTC-ის მიერ
- 5.5 ინჩიანი QHD (2560×1440) AMOLED ეკრანი
- Qualcomm-ის ოთხ ბირთვიანი პროცესორი
- 4GB ოპერატიული მეხსიერება
- 3450mAh ბატარეა
- 32/128GB შიდა მეხსიერება
- 12MP უკანა, 8MP წინა კამერა
- თითის ანაბეჭდის სენსორი ეკრანის უკან
- USB-C ბუდე
- ქვემოთ მიმართული დინამიკები
- Bluetooth 4.2
ჩვენი ვარაუდით, Marlin-ს ორი ვარიანტი ექნება. ერთი 32GB შიდა მეხსიერებით, მეროე კი 128GB-თი. რატომღაც, 64GB ვარიანტი არ გამოვა. დიდი ალბათობით, იგივენაირად იქნება Sailfish-ისმდგომარეობაც. ამ ორ მოწყობილობას ექნებათ ერთნაირი კამერა, ოპერატიული მეხსიერება და პროცესორები. ამ დროისთვის, პროცესორის მოდელი უცნობია. იგი შეიძლება იყოს ან Snapdragon 820, ან 821 და ან 823.
ერთი რამ ნათელია: ორი Nexus მოწყობილობა, მათ შორის სხვაობა მხოლოდ ეკრანის ზომა და გაფართოებაა. ეს მიდგომა, რატომღაც iPhone / iPhone Plus-ის სტრატეგიას წააგავს. ან, Xperia Z და Z Compact-ისას. გასულ წელს ნათელი იყო, რომ Nexus 5X-ი 6P-ის ბევრად ჩამოუვარდებოდა.
შესაძლოა, Sailfish-სა და Marlin-ს ერთნაირი დიზაინი ქონდეთ, მცირედი ფიზიკური განსხვავებებით. ისევ, iPhone / iPhone Plus-ის მსგავსად. ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ტელეფონზე გამოსახული HTC-ის ლოგო.