Motorola-ს ახალი Moto Z ხაზის სმარტფონები ჯერჯერობით მხოლოდ Verizon-ის ქსელზეა ხელმისაწვდომი, თუმცა მისი განბლოკილი ვერსიებიც მალე გამოვა. მანამდე, Verizon-მა უკვე მესამე მოდელი, Moto Z Play Droid მიიღო. მისი განბლოკილი ვერსიის წინასწარი შეძენები 15 სექტემბერს დაიწყება. იგი შედარებით იაფია, ვიდრე Moto Z, თუმცა მასზე იგივე Moto Mod-ების დაყენებაა შესაძლებელი.
[easytable caption="მონაცემები"]
ეკრანი,5.5" 1080p\, Super AMOLED
პროცესორი,Snapdragon 625\, 2GHz სიხშირის რვა ბირთვიანი
RAM,3GB
მეხსიერების მოცულობა,32GB\, microSD ბარათის მხარდაჭერა
კამერა,16MP უკანა\, 5MP წინა\, flash განათებით
ბატარეა,3510mAh
პორტები,USB Type-C\, 3.5მმ ჯეკი\, Moto Mod
პროგრამული უზრუნველყოფა,Android 6.1
[/easytable]
Moto Z Play-ს ზომა და ფორმა Moto Z Force-ს მსგავსია – იგი სტანდარტულ Z-ზე უფრო სქელია. უნდა ავღნიშნოთ, რომ მას არ აქვს დავარდნისგან დამცავი, თუმცა აქვს 3.5 მილიმეტრიანი ყურსასმენების ჯეკი.
უკანა პანელი მთლიანად პრტყელია, თუმცა იგი პლასტმასისგანაა დამზადებული. დაბლითა მხარეს აქვს Moto Mod-ების დამაკავშირებელი. კამერის მოდული Z ხაზის სხვა ტელეფონების მსგავსად, აქაც გამოწეულია. წინა მხარეს ეკრანის დაბლა იხილავთ თითის ანაბეჭდის სენსორს. მაღლა კი ფართო კუთხის სელფის კამერას, რომელსაც აგრეთვე flash განათებაც აქვს. Snapdragon 625-სა და 1080p გაფართოების ეკრანთან ერთად, 35100 მილიამპერიანი ბატარეა საკმაოდ კარგად იმუშავებს.
Verizon-ის ქსელში მოწყობილობა 8 სექტემბერს იქნება ხელმისაწვდომი და მისი ფასი $408-ს შეადგენს. განბლოკილი ვერსია კი ცოტათი უფრო ძვირი, $449.99 ეღირება. თუმცა, ის მაინც უფრო იაფია, ვირე $620-720 ფასის ფარგლებში მდებარე Moto Z-ს სხვა ვარიანტები.
აგრეთვე გამოვიდა ერთი ახალი, Hasselblad Ture Zoom კამერის Moto Mod-იც. იგი უზრუნველყოფს 10x ოპტიკურ ზუმს, 12MP კამერის სენსორს და xenon flash-ს. მისი ღირებულება $299-ს შეადგენს, თუმცა Verizon-ზე $249-ად იყიდება. იგი თავსებადი იქნება ყველა Moto Z სმარტფონისთვის და მისი შეძენა 15 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.
წყარო: Verizon, Motorola 1, Motorola 2, Motorola 3