იყო დრო, როდესაც განახლებების მხრივ Motorola ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ მწარმოებლად ითვლებოდა. მოგეხსენებათ, აღნიშნული კომპანიის სმარტფონებზე stock-თან მიახლოებული სისტემაა გაშვებული. თუმცა, ეს დრო წარსულს ჩაბარდა მას შემდეგ, რაც Motorola სხვა მწარმოებელმა, Lenovo-მ შეიძინა. დღეს კი კომპანიამ გამოაქვეყნა იმ მოწყობილობების სია, რომლებიც Android 8.0 Oreo-ზე განახლდებიან.
ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, იხილეთ სია:
- Moto Z
- Moto Z Droid
- Moto Z Force Droid
- Moto Z Play
- Moto Z Play Droid
- Moto Z2 Play
- Moto Z2 Force Edition
- Moto X4
- Moto G5
- Moto G5 Plus
- Moto G5S
- Moto G5S Plus
როგორც ხედავს, საერთო ჯამში, სულ 12 მოწყობილობა მიიღებს 8.0 განახლებას. რა საკვირველია, აღნიშნული სია შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს. ამ ვარაუდს ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ რამდენიმე თვის წინ Motorola შეგვპირდა განახლებას Moto G4-ისა და G4 Plus-ისთვის. როგორც ხედავთ, ეს მოწყობილობები სიაში არ არიან შეტანილნი.
განახლების დრო ჯერჯერობით არაა ცნობილი, თუმცა 21 აგვისტოს Google-მა საკუთარ ბლოგზე დაპოსტა, რომ Motorola და რამდენიმე სხვა მწარმოებელი Android Oreo განახლებას წლის ბოლომდე გამოუშვებენ.
წყარო: Motorola