Motorola-მ ფოტოების პრინტერი Moto Mod-ი გამოუშვა

Moto Mod-ები ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და როგორც ვიცით, ისინი არც თუ ისე პოპულალურია. ბოლო გაფართხალებაზე Motorola-მ Polaroid-თან თანამშრომლობა და ერთგვარი ფოტო პრინტერის, Insta-Share Mod-ის გამოშვება გადაწყვიტა. როგორც ყველა Mod-ი, ეს პრინტერიც Moto Z სერიების სმარტფონების უკანა მხარეს მაგრდება. ფოტოს გადაღების შემდეგ კი თქვენ წებოვან 2×3 სურათს მიიღებთ. ეს სიამოვნება კი სულ რაღაც (ჰაჰ) $200 დაგიჯდებათ.

აღნიშნული Mod-ის წყალობით Moto Z სმარტფონების კამერები ისეთ ახალ ფუნქციონალს ღებულობენ, როგორებიცაა ფილტრებისა და ჩარჩოების დადება და ა.შ.. სამწუხაროდ, ამობეჭდილი ფოტოები პირდაპირ კამერის მხრიდან ამოდის, რაც ხელის შემშლელი და გამაღიზიანებელია. რა საკვირველია, შესაძლებელია ძველიგ გადაღებული ან სოციალური მედიიდან გადმოწერილი ფოტოების ამობეჭდვაც, რომლების გამოყენებაც შემდეგში სტიკერებად შეგეძლებათ.

პრინტერში ZINK-ის უმელნო ქაღალდის სისტემაა გამოყენებული, რომელსაც Polaroid-ი თავის სხვა მოწყობილობებშიც იყენებს. სიმართლე რომ გითხრათ, Insta-Share უბრალოდ არსებული პროდუქტის მობილური ვერსია გახლავთ. 20 ცალი ZINK-ის ქაღალდი Amazon-ზე $9 ღირს.

Insta-Share-ის გაყიდვები ამ კვირაში Verizon-ზე დაიწყება, სადაც იგი დროულად ექსკლუზიური მოწყობილობა იქნება. თუმცა, Motorola-ს საიტზე უკვე შესაძლებელია წინასწარ შეკვეთაც. ამ შემთხვევაში, ფოტო პრინტერს თვის ბოლოს მიიღებთ.

წყარო: Motorola