დარწმუნებული ვარ, ამ მომენტს ყველანი ელოდით. ზემოთ მოცემულ სურათზე, მოცემულია Google-ის 2016 წლის Nexus სმარტფონების დიზაინი. ინფორმაცია გამოქვეყნებულია სანდო წყაროზე დაყრდნობით. გაითვალისწინეთ, რომ სურათი არ არის ოფიციალური რენდერი, ამიტომ მზა პროდუქტი შესაძლოა სხვანაირი იყოს.
წყარო იუწყება, რომ:
- ნავიგაციის ღილაკები სრულიად თეთრია. როგორც უკვე ვიცით, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული სურათის თანახმად, home ღილაკს “ყვავილის” უნდა ქონოდა. თუმცა, უფრო ახალი წყარო იუწყება, რომ ყველა ღილაკი მთლიანად თეთრი იქნება.
- მოწყობილობის უკან არის ლოგო “G”, რომელიც შეიძლება არ იყოს ფინალური დიზაინის ნაწილი.
- ჯერჯერობით უცნობია, დატანილი იქნება თუ არა მოწყობილობის უკან HTC-ის ლოგო. წყაროები იუწყებიან, რომ კითხვაზე პასუხია არა.
- მოწყობილობის ზუსტი ზომები ჯერჯერობით უცნობია, ამიტომ სურათი შესაძლოა არაზუსტი იყოს.