გუშინ დილით Qualcomm-მა ოფიციალურად წარგვიდგინა Snapdragon 821 პროცესორი. უკვე დაიწყო ჭორების გავრცელება იმის შესახებ, თუ რომელი ტელეფონები იქნება აღჭურვილი აღნიშნული პროცესორით. რამდენიმე სანდო წყაროსგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2016 წლის Nexus სმარტფონებს, Sailfish-სა და Malin-ს, Snapdragon 821 ექნებათ.
ჩიპსეტის მოდელია MSM8996 Pro და იგი 820-ზე 10%-ით უფრო სწრაფია. რა საკვირველია, ამ პროცესორის გამოშვება უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მაგალითად 820.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ პროცესორს გამოიყენებენ ახალი Nexus სმარტფონები. თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ Snapdragon 821-ის გამოსვლა წელიწადის ამ დროს დამთხვევა არ არის. არაა გამორიცხული, თუ Note 7-იც 821-ით გამოვა (ამერიკაში მაინც).