2012 წლის სექტემბერში გუგლმა შეიძინა კომპანია Nik Software. Nik ახლა გუგლის ერთ-ერთი განყოფილებაა, თუმცა ისინი აგრძელებენ Snapeed-ის, პოპულალური Android და iOS აპლიკაციის, განახლებებით უზრუნველყოფას.
დღევანდელი ფოკუსი კი Nik Collection-ზეა. პროგრამის ფასი აქამდე $150 იყო, ახლა კი ის გუგლის წყალობით სრულიად უფასოა. სამი წლის წინ, როდესაც გუგლმა Nik შეიძინა, ფასი $500-დან $150-ამდე დაიყვანა. კოლექციაში შესულია პროფესიონალური დონის plug-in-ები Adobe-ის პროდუქტებისთვის, Photoshop-ისა და Lightroom-ის ჩათვლით, ასევე Apple-ის Aperture-სთვის.
გუგლმა ასევე გადაწყვიტა, სრულიად დაუბრუნოს თანხა მათ, ვინც წელს Nik Collection შეიძინა. ასე რომ, ფოტოგრაფებო, დაიწყეთ გადმოწერა! Nik Collection გადმოსაწერად ხელმისაწვდომია აქ, OS X-ისა და Windows-ისთვის.
წყარო: Google+