დამტკიცდა: Samsung-ის შემდეგი ფლაგმანის სახელი Galaxy Note 7 იქნება

ჩვენ უკვე ვიცით, რომ Samsung-ი თავისი ახალი ფლაგმანის გამოშვებას 2 აგვისტოს აპირებს. რამდენიმე წყარო იუწყებოდა, რომ კომპანია ციფრი 6-ის გამოტოვებას და პირდაპირ 7-ზე გადასვლას აპირებდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ Note ხაზი S ხაზს დაწეოდა, რომელიც ამჟამად S7/S7 Edge-ზე დგას. Note 6-ის გამოშვება მარკეტინგულად არასწორი იქნებოდა, რადგან სარეკლამო განცხადებები მომხმარებლების დაბნევას გამოიწვევდა.

ზოგიერთი წყარო ასევე გვამცნობდა, რომ ტელეფონს 2 ვერსია იქნებოდა, ერთ-ერთი მათგანი კი Edge იქნებოდა, ისევე როგორც S7-ს აქვს. ასევე ვიხილეთ გაჟონილი მონაცემები და რენდერებიც, თუმცა არცერთი მათგანი არ იყო დამტკიცებული.

თუმცა დღეს, ყველასთვის ცნობილმა ბლოგერმა, ევან ბლასმა ფლაგმანის სახელი და მონაცემები გაგვიმხილა.

https://twitter.com/evleaks/status/746559833512411137?ref_src=twsrc%5Etfw

Note 7 აღჭურვილი იქნება 5.7 ინჩიანი QHD (2560×1440) SAMOLED ეკრანით, 64GB შიდა მეხსიერებითა და microSD ბარათის მხარდაჭერით, 12MP უკანა Dual Pixel და 5MP წინა კამერებითა და IP68 წყლისა და მტვრისგან დაცვით. სმარტფონს ასევე ექნება თვალის ბადურის სკანერიც. ტელეფონი შავ, თეთრ და ლურჯ ფერებში გაიყიდება.

წყარო: @evleaks