Samsung Galaxy Note7 ოფიციალურად გამოვიდა – Snapdragon 820, 5.7 ინჩიანი ეკრანით და სხვა

თუ რესურსს თვალს ადევნებდით, შეამჩნევდით, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენჯერმე დავწერეთ Samsung-ის ახალი, რიგით მეექვსე Note სმარტფონის შესახებ. რიგით მეექვსე თქო, კი ვთქვი, მაგრამ მისი სახელი Samsung Galaxy Note 7-ია. მოდით, პირდაპირ მონაცემებს გადავხედოთ.

  • SoC: Snapdragon 820 (შეერთებულ შტატებში), დანარჩენ მსოფლიოში Exynos
  • RAM: 4GB
  • ეკრანი: 5.7 ინჩიანი 1440p curved AMOLED
  • მეხსიერების მოცულობა: 64GB, microSD ბარათის მხარდაჭერით
  • კამერები: 12MP უკანა კამერა, OIS, f/1.7 დიაფრაგმა – 5MP წინა კამერა, f/1.7
  • ბატარეა: 3,500mAh, სწრაფი და უსადენო დამუხტვის მხარდაჭერით
  • ზომები: 153.5 x 73.9 x 7.9მმ, 169გ

მოწყობილობა, ერთი შეხედვით, ზუსტად აკმაყოფილებს Note სმარტფონის სტანდარტებს. Curved ფორმა მის ხელში დაკავებას უფრო კომფოტულს ხდის. მას აქვს IP68 სერტიფიკატი, კალმის უკუღმა ჩადება აღარაა შესაძლებელი, ჩარჩოსთვის კი გამოყენებულია უფრო მტკიცე ალუმინი. ტელეფონს აგრეთვე აქვს USB Type-C პორტი – პირველი Samsung-ის სმარტფონებში. მოწყობილობაში აგრეთვე იხილავთ თვალის ბადურის სენსორს.

nexus2cee_DSC03877-1

სამწუხაროდ, Note7-ზე Android 6.0.1 Marshmallow სისტემაა გაშვებული, ამიტომ მომხმარებლებს Nougat-ისთვის მოცდა მოუწევთ. დაიხვეწა TouchWiz-ის სამომხმარებლო ინტერფეისი, თუმცა ისინი მარტო Note სერიის სმარტფონებში იქნება.

nexus2cee_DSC03760-1

მოწყობილობის გაყიდვა კონტრაქტით ხვალიდან დაიწყება. მისი ფასი ჯერჯერობით უცნობია და როგორც წესი, ოპერატორზე იქნება დამოკიდებული.

წყარო: Samsung