დღეს ცნობილმა ბლოგერმა, ევან ბლასმა, სოციალურ ქსელ Twitter-ზე Note7-ის რენდერები გამოაქვეყნა. აღარანაირი პროტოტიპები ან მხოლოდ შუშები. აღნიშნული სურათები ოფიციალურია. აღნიშნული სურათებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ფლაგმანს Galaxy Note7 ერქმევა. აღნიშნული სახელის დარქმევით, Samsung-ი Note სერიას დააწევს S სერიას, აგრეთვე უკეთეს კონკურენციას გაუწევს iPhone 7-საც.
ევან ბლასს განცხადებით, ტელეფონს აქვს 5.7 ინჩიანი QHD Super AMOLED ეკრანი, 64GB შიდა მეხსიერება (+microSD), 12MP უკანა და 5MP წინა კამერა და IP68 სერტიფიკატი. ტელეფონი გაიყიდება შავ, ვერცხლისფერსა და ლურჯ ფერებში.
https://twitter.com/evleaks/status/749013599239024640?ref_src=twsrc%5Etfw
Galaxy Note7-ი 2 აგვისტოს გამოვა.
წყარო: Twitter