რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ბლოგერმა, ევან ბლასმა HTC iPhone One A9s-ის სურათები გამოაქვეყნა. საბედნიეროდ, მოწყობილობისთვის ლოდინი დიდი ხნით არ მოგვიწია. HTC-მ იგი დღეს IFA-ზე წარადგინა.
ზემოთა მარცხენა მხარეს განთავსებული კამერისა და LED განათების გამო, One A9-ს “მემკვიდრე” iPhone-ის კიდევ უფრო მეტად გავს. თუ ტელეფონის მონაცემებს შევხედავთ, ვერაფრით მივხვდებით, რომ იგი One A9-ს მემკვიდრეა.
One A9-ს 5 ინჩიანი ეკრანის გაფართოება 1080p-დან 720p-ze ჩამოვიდა, 13MP-იანი კამერა F/2.0 დიაფრაგმიდან F/2.2-ზე ავიდა (ოპტიკური სტაბილიზაციის გარეშე). A9s აგრეთვე უფრო მაღალი, განიერი, სქელი და მძიმეა, ვიდრე A9. სამწუხაროდ, მას Type-C-ს ნაცვლად MicroUSB პორტი აქვს. მოწყობილობას ხელმისაწვდომია 2GB/16GB და 3GB/32GB ოპერატიული და შიდა მეხსიერების ვარიატნებით.
თუმცა, უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ წინა კამერის გაფართოება 4MP-დან 5MP-მდე გაიზარდა. აგრეთვე ბატარეა 2150-ის ნაცვლად ახლა უკვე 2300 მილიამპერიანია, რომელიც 720p გაფართოების ეკრანზე საკმაოდ დიდ ხანს გაძლებს. თქვენ გადაწყიტეთ კარგია თუ ცუდი, მაგრამ Snapdragon 615 ჩაანაცვლა MediaTek Helio P10-მა, რომელსაც ოთხი ცალი A53 2GHz სიხშირისა და 4-იც 1.1GHz სიხშირის ბირთვები აქვს.
როგორც ხედავთ, A9s არც ისე დახვეწილია A9-სთან შედარებით. დიდი ალბათობით, HTC-მ ყველაფერი ფასის შემცირების გამო შეწირა. ბოლო-ბოლო, ფასი A9-ის უდიდესი მინუსი იყო.
ჯერჯერობით უცნობია, Android-ის რომელი ვერსია იქნება გაშვებული A9s-ზე, დიდი ალბათობით ეს Marshmallow იქნება. ფასი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ტელეფონი ხელმისაწვდომი იქნება ვერცხლის, რკინისა და ოქროსფერებში, რომლებსაც, როგორც ყოველთვის, უცნაური სახელები აქვთ – Aqua Silver, Cast Iron და Metal Gold.