თითქმის ყოველთვის, როდესაც OnePlus-ის პროდუქტს ყიდულობთ, თქვენ იხდით დაბალ ფასს, მაგრამ იღებთ პრემიუმ მონაცეემბს. OnePlus 3 რამდენიმე თვის წინ გამოვიდა და იგი Snapdragon 820-ით იყო აღჭურვილი. თუმცა, მას შემდეგ ჩვენ ვიხილეთ Snapdragon 821 Pixel-ებში. ამის გამო, კომპანიამ სრულიად ახალი სმარტფონი – OnePlus 3T გამოუშვა.
სურათიდანაც ჩანს, რომ OP3T ძალიან ჰგავს OnePlus 3-ს. სისტემურ მახასიათებლებში გამუქებული შრიფტი მიუთითებს ცვილებებს წინა მოდელთან შედარებით.
- პროცესორი: Snapdragon 821 (2.35GHz)
- ოპერატიული მეხსიერება: 6GB
- მეხსიერების მოცულობა: 64GB, 128GB
- ეკრანი: 5.5 დიუიმიანი 1080p Optic AMOLED
- ბატარეა: 3400mAh Dash Charge მხარდაჭერით
- კამერა: 16MP f/2.0 უკანა გაუმჯობესებული ელეტქრონული სტაბილიზაციით, 16MP f/2.0 წინა
- სისტემა: Android 6.0.1 განახლებული OxygenOS-ით
როგორც ხედავთ, OnePlus 3-თან შედარებით ბევრი არაფერი შეცვლილა. რა თქმა უნდა, განახლებული პროცესორის წყალობით, ტელეფონი უფრო სწრაფი იქნება. 128GB მეხსიერების მოცულობაც საკმაოდ შთამბეჭდავია. აგრეთვე 3400 მილიამპერიანი ბატარეა (წინად 3000). ასევე განსხვავებულია კორპუსის ფერებიც. იგი ხელმისაწვდომია ნაცრისა და ოქროს ფერებში.
OnePlus 3T-ზე Android 6.0.1 Marshmallow იქნება დაყენებული, თუმცა OxygenOS საგრძნობლად დაიხვეწა. მოკლედ რომ ვთქვათ, OnePlus-მა მასში community build-ის ფუნქციები დაამატა. OnePlus 3 Android Nougat განახლებას თვის ბოლოს მიიღებს, დიდი ალბათობით იმ დღესვე გამოჩნდება განახლება 3T-ზეც (თუ უფრო ადრე არა).
როგორც მოელოდით, OnePlus 3T უფრო მეტი ღირს, თუმცა არც ძალიან. მან OnePlus 3 მთლიანად ჩაანაცვლა – აღნიშნული ტელეფონი ოფიციალურად აღარ გაიყიდება. OnePlus 3T-ის 64GB-იანი ვარიანტი $439 ღირს, 128GB-იანი კი $479. მისი გაყიდვები 22 ნოემბერს ამერიკაში, 28-ში კი ოვროპაში დაიწყება.
წყარო: OnePlus