OnePlus 5T ოფიციალურად გამოვიდა

ჭორი იმის შესახებ, რომ OnePlus-ი ახალი, “უჩარჩოო” მოწყობილობის გამოშვებას აპირებდა, სულ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. დღეს კი, 16 ნოემბერს, ყველაფერს ფარდა აეხადა და კომპანიამ როგორც იქნა ახალი სმარტფონი წარგვიდგინა.

როგორც უკვე ვთქვი, OnePlus 5T-ს შედარებით უფრო ახალი და თანამედროვე დიზაინი აქვს: იგი აღჭურვილია 6 დიუმიანი, 1080 x 2160 (ისევ 1080p…) გაფართოების, 18:9 ასპექტური ფარდობის AMOLED ეკრანით, რომელსაც Corning Gorilla Glass 5 იცავს. სამწუხაროდ, 5T-ში ვხედავდ ზუსტად იგივე პროცესორს, ოპერატიულ და შიდა მეხსიერებას, ბატარეის მოცულობასა და ოპერაციული სისტემის ვერსიას, რომელიც რამდენიმე თვის წინ OnePlus 5-ში ვიხილეთ. აპარატურული თვალსაზრისით, მოწყობილობაში მხოლოდ ორ სიახლეს ვხედავთ: ახალ, უფრო დიდ და თანამედროვე ეკრანსა და კორპუსის უკანა მხარეს გადანაცვლებულ თითის ანაბეჭდის სკანერს.

ყოველი შემთხვევისთვის, იხილეთ სმარტფონის სრული სისტემური მახასიათებლები:

  • პროცესორი: Snapdragon 835 (რვა ბირთვიანი, 10 ნანომეტრიანი, 2.45GHz სიხშირის)
  • ოპერატიული მეხსიერება: 6/8GB LPDDR4X
  • მეხსიერების მოცულობა: 64/128GB ორ მხრივი UFS 2.1
  • ეკრანი: 6.0 დიუმიანი 1080p Optic AMOLED, sRGB და DCI-P3 ფერების დიაპაზონით
  • ბატარეა: 3,300mAh, Dash Charging-ით
  • მთავარი კამერა: 16+20MP, f/1.7+f/1.7 დიაფრაგმიანი კამერა
  • წინა კამერა: 16MP, f/2.0 დიაფრაგმიანი კამერა
  • სისტემა: Android 7.1.1, OxygenOS-ით

ტელეფონში ასევე ჩაშენებულია სახით განბლოკვის ფუნქცია. OnePlus-ის წარმომადგენლის განცხადებით, იგი 99% შემთხვევაში გამართულად მუშაობს, ტელეფონის განბლოკვას კი სულ რაღაც 0.4 წამში ახერხებს. გაითვალისწინეთ, რომ ჯერჯერობით თითის ანაბეჭდის სენსორი ორჯერ უფრო სწრაფად მუშაობს და მას განბლოკვისთვის 0.2 წამი სჭირდება. OnePlus-მა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 5T-ს აქვს 3.5 მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენებისთვის.

OnePlus-ის თქმით, სმარტფონის მეორე კამერა იყენებს Intelligent Pixel ტექნოლოგიას, რომელიც ოთხ პიქსელს ერთში აერთიანებს. ამის წყალობით შესაძლებელია “ბევრად უკეთესი ფოტოების გადაღება სუსტად განათლებულ პირობებში. პორტრეტული ფოტოს გადაღების დროს კი, OnePlus 5-ისგან განსხვავებით, 5T აღარ ჩამოჭრის სურათს. მოწყობილობაში აგრეთვე ვხვდებით გაუმჯობესებულ ვიდეოს სტაბილიზაციას.

OnePlus 5T-ის გაყიდვები 21 ნოემბერს დაიწყება და მისი საწყისი ფასი $499 იქნება, 128GB-იანი ვარიანტი კი $559 დაგიჯდებათ.


წყარო: OnePlus