OnePlus-ის ღონისძიება ლონდონში გუშინ, 16 მაისს შედგა, სადაც კომპანიამ უსადენო Bullets ყურსასმენები და ახალი ფლაგმანი OnePlus 6 წარადგინა. ტელეფონი ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც მოველოდით: შუშის კორპუსით, ორმაგი კამერითა და ე.წ. “ნახევარკუნძულით”. მოკლედ, განსაკუთრებული არაფერი, თუმცა რა საკვირველია იგი სტატიას მაინც იმსახურებს.
სისტემური მახასიათებლები:
ეკრანი | 6.28″ 2280×1080 19:9 OLED |
პროცესორი | Snapdragon 845 |
ოპერატიული მეხსიერება | 6GB / 8GB |
მეხსიერება | 64GB/128GB |
კამერა | 16MP + 20MP ძირითადი , 16MP წინა |
ბატარეა | 3,300mAh |
სისტემა | Oxygen OS (Android 8.1) |
ყურსასმენების ბუდე | კი |
ზომები | 155.7 x 75.4 x 7.75მმ, 177გ |
ფერები | სარკისებრი შავი, შუაღამისფერი (matte), აბრეშუმივით თეთრი |
ფასები | 6GB/64GB $529, 8GB/128GB $579, 8GB/256GB $629 |
როგორც ხედავთ, OnePlus-მა კიდევ ერთხელ შეძლო და შეასრულა პირობა. კომპანიამ გამოუშვა ყველაზე იაფი ფლაგმანური სმარტფონი. Snapdragon 845, 8GB ოპერატიული და 256GB შიდა მეხსიერება ზუსტად ფლაგმანური სმარტფონის დამახასიეთებელი კომპონენტებია. კომპანიის წარმომადგენელმა საკმაოდ ხმამაღლა აღნიშნა, რომ მიუხედავად IP სერტიფიკატის უქონლობისა, მოწყობილობა მაინც წყალგაუმტარია.
ტელეფონს ორივე მხრიდან Gorilla Glass 5 იცავს. რა საკვირველია ეკრანის ზომა გადიდებულია და დამატებულია “ნახევარკუნძული”. აგრეთვე გაუმჯობესებულია კამერის სენსორის ზომაც, რაც წესით დაბალი განათების პირობებში უკეთესი ფოტოების გადაღებაში უნდა დაგვეხმაროს. Android 8.1-თან ერთად ვიხილავთ Project Treble-საც და როგორც უკვე იცით, სმარტფონზე Android P-ს ბეტა ვერსიის დაყენებაც კი არის შესაძლებელი.
Bullets Wireless ყურსასმენები კი აღჭურვილია ისეთი მახასიათებლებით, როგორებიცაა Qualcomm APTX-ს მხარდაჭერა, მაგნიტური თვისებები დასაკვრელად და დასაპაუზებლად, Pixel Buds-ის მსგავსი დამაკავშირებელი სადენი და ა.შ. თუმცა, ჩემი ყურადღება ყველაზე მეტად მათი სწრაფი დამუხტვის ფუნქციამ მიიპყრო. რაც არ უნდა გასაკრვილი (და ძალიან სასიხარულო!) იყოს, ყურსასმენების დამუხტვა Type-C სადენითაა შესაძლებელი. კომპანიის განცხადებით, 10 წუთიანი დამუხტვით შეგიძლიათ მუსიკას 5 საათის განმავლობაში. მუშაობის მაქსიმალური პერიოდი კი 8 საათს შეადგენს.
ყურსასმენების გაყიდვა 5 ივნისს დაიწყება და დიდი ალბათობით ისინი შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება.
ტელეფონის გაყიდვები 21 მაისს დაიწყება. როგორც აღვნიშნე, მისი საწყისი ფასი $529-ს შეადგენს.