OnePlus 3/3T-მ Android Oreo-ს ბეტა ვერსია მიიღო

რამდენიმე თვის წინ OnePlus-ის გენერალურმა დირექტორმა მომხმარებლებს 2016 წლის ფლაგმანების, 3-ისა და 3T-ის Oreo-ზე განახლებას შეპირდა. დღეს კი აღნიშნულმა სმარტფონებმა სისტემის უახლესი ვერსია Open Beta პროგრამის ფარგლებში მიიღეს. მასში გაწევრიანება ყველას შეუძლია, თუმცა იცოდეთ, რომ ნებისმიერ ადგილას შეიძლება გადააწყდეთ ხარვეზებსა და თუ უჩვეულო ფუნქციონირებას.

ახალ ვერსიაში რა საკვირველია იხილავთ ყველა იმ ფუნქციას, რომლითაც Android Oreo ისედაცაა აღჭურვილი. აგრეთვე უსაფრთხოების პატჩი სექტემბრამდე განახლდა (საკვირველია რამ შეუშალათ ხელი ოქტომბრის პატჩზე განახლებამდე). ასევე იხილავთ ცვლილებებს launcher-ში.

სანამ ანაწყობს დაუფიქრებლად გადმოწერთ და ტელეფონზე დააყენებთ, იქმადე ერთ რჩევას მოგცემთ: იცით, როგორ უნდა დააყენოთ იგი ინსტრუქციის წაკითხვის გარეშე? თუ კი, მაშინ გზა ხსნილია. თუ არა, მაშინ ბეტა ვერსია თქვენთვის არ არის. გირჩევთ დაელოდოთ ანაწყობის სტაბილურ არხზე გადანაცვლებას.

წყარო: OnePlus 3-ის ანაწყობის ლინკი, OnePlus 3T-ის ანაწყობის ლინკი.