ალბათ დამეთანხმებით, რომ უკვე შეგვიძლია, 20 სექტემბერი ოფიცილურად “პიქსელების შესახებ ინფორმაციის გავრცელების დღედ” ჩავთვალოთ. დღეს შევიტყვეთ, რომ Google-ი ღონისძიებას 4 ოქტომბერს გამართავს. აგრეთვე გავიგეთ ტელეფონების ფასი საკმაოდ სანდო წყაროსგან. ახლა კი ამ ტელეფონების სურათებს გიჩვენებთ.
როგორც ხედავთ, ორივე ტელეფონი ალუმინის ზედაპირისაა, რომელიც საკმაოდ მსუბუქი ჩანს. ტელეფონის წინა პანელი მთლიანად შუშისაა. ტელეფონის უკან განთავსებულია თითის ანაბეჭდის სენსორი. წინა და უკანა მხარეს დაბურულია ID და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ტელეფონის ზედა მხარეს რამდენიმე სენსორია განთავსებული. ტელეფონის ზედა და ქვედა კიდეები ცოტათი დიდია, თუმცა არც თუ ისე ძაან. როგორც უკვე ვიცით, Pixel XL-ი 5.5, ხოდო Pixel-ი კი 5 დიუიმიანი იქნება. ორივე ტელეფონის ეკრანი ჩართულია, თუმცა მათგან ბევრ ინფორმაციას ვერ ვიღებთ. ერთადერთი, რაც ჩანს, არის ჩატვირთვის ახალი ანიმაცია.