Pixel 2-ისა და Pixel 2 XL-ის შესახებ სულ ახალ-ახალ ინფორმაციას ვიღებთ. სულ ახლახანს ვიხილეთ მათი ფოტოები და გავიგეთ ინფორმაციაც ფასის შესახებ. აგრეთვე დადასტურდა ის, რომ მათ 3.5მმ-იანი ყურსასმენების ჯეკი აღარ ენქებათ. რამდენიმე დღის წინ კი ერთ-ერთი ყველაზე სანდო ტექნოლოგიური პორტალის, AndroidPolice-ის დამფუძნებელმა, არტემ რუსაკოვსკიმ ახალი ჭორებით გაგვამდიდრა.
DroidLife-ის მიერ ბოლოს გაჟონილმა სურათებმა დაადასტურა, რომ ორივე ტელეფონს სახისკენ
- ახალი “პორტრეტული რეჟიმი” Google Camera-ს აპლიკაციაში. მიუხედავად იმისა, რომ Pixel 2/XL-ს მხოლოდ ერთი კამერა აქვთ, Google-მა მაინც მოახერხა ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ტექნოლოგიის გამოიყენებით ისეთი ალოგირთმი შეემუშავებინა, რომელიც iPhone 7 Plus-ის პორტრეტულ რეჟიმსაც კი გაუწევდა კონკურენციას.
- განახლებულ Pixel Launcher-ში საძიებო პანელი დაბლა გადმოინაცვლებს. აღნიშნული ცვლილება წლევანდელ Google I/O-ზეც იყო შემჩნეული და საბედნიეროდ 9to5Google-მა მისთვის ვიდეოს გადაღება მოასწრო.
- ახალი “მუსიკის ამოცნობის” ფუნქცია მუდმივად ჩართული იქნება. წყაროს განცხადებით, როდესაც ახლომახლო სიმღერა იქნება ჩართული, იგი ავტომატურად გამოჩნდება ტელეფონის დაბლოკილ ეკრანზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მუსიკის ამოცნობის ფუნქცია ჯერ Google Assistant-საც კი არ აქვს.
- Google Assistant-ის ჩართვა მოჭერით იქნება შესაძლებელი. Pixel 2/XL-ს “მოჭერის ჟესტის” მხარდაჭერა ექნება, რომელიც პირველად HTC U11-ზე ვიხილეთ.
- ყოველთვის ჩართული Ambient Display საშუალებას მოგცემთ მარტივად შეამოწმოთ საათი, კალენდარი, შეტყობინებები, მაღვიძარები და ა.შ. დაბლოკილ ეკრანზე.
- ტელეფონებს Nexus 6P-ის მსგავსი სახისკენ მიმართული ორმაგი სტერეო დინამიკები ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ Google-ი აღნიშნულ ტელეფონებს 4 ოქტომბერს წარადგენს. არ არის გამორიცხული, რომ პრეზენტაციამდე გავრცელდეს ესა თუ ის ინფორმაცია მათ შესახებ.
წყარო: Artem Russakovskii