Google-ის პლანშეტისა და ლეპტოპის ჰიბრიდი, Pixelbook-ი, $1199 ეღირება

უკვე დიდი ხანია, რაც Google-ის საკუთარი Chromebook არ გამოუშვია, თუმცა ჰორიზონტზე მისი შემცვლელი, Pixelbook-ი გამოჩნდა. ფლაგმანური მონაცემების ქრომბუქი უმაღლესი კლასის აპარატურით იქნება აღჭურვილი, რაც რა საკვირველია ფასზეც აისახება. მისი ფასი $1199-იდან დაიწყება და $1749-მდე ავა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მისი აქსესუარი, Pixelbook Pen-ი *ეჰემ* Apple Pencil *ეჰემ* ცალკე გაიყიდება და $99 ეღირება.

სამწუხაროდ, Pixelbook-ის დეტალური ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მის შესახებ ვიცით ის, რომ იგი ორი-ერთში ჰიბრიდული მოწყობილობა ექნება, რომელიც სურვილისამებრ გადაიქცევა პლანშეტადა და ლეპტოპად. სურათზე აშკარად ჩანს USB Type-C პორტი, ყურსასმენების ჯეკი, ხმის მარეგულირებელი და ჩართვა-გამორთვის ღილაკის. მოწყობილობა მხოლოდ ვერცხლისფერ ვარიანტში გაიყიდება. როგორც უკვე ავღნიშნე, დამატებით შეგეძლებათ სტაილუსის ყიდვა, რომელსაც ექნება დახრის მხარდაჭერა და ნულოვანი ლაგი.

ალბათ გაინტერესებთ, რა ეღირება Google-ის უახლესი ქრომბუქი. 128, 256 და 512GB შიდა მეხსიერებიანი Pixelbook-ის ფასები შესაბამისად $1199, $1399 და $1749 იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პასტა ცალკე იყიდება და იგი $99 ღირს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პლიუს ჩამოტანისა და საკომისიოს თანხის გადახდით, ქრომბუქი დაახლოებით ორი ათასი დოლარი დაგიჯდებათ.

Pixelbook-ის შესახებ მეტს 4 ოქტომბერს გავიგებთ. Pixelbook-ისა და Pixelbook Pen-ის შეძენა შესაბამისად ამ და ამ ლინკებზე შეგეძლებათ.

წყარო: Droid Life