ალბათ უკვე საქმის კურსში ხართ და იცით, რომ ამ სტატიის წერის დროს Google-ის პრეზენტაცია მიმდინარეობს. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამ კომპანიის ორ ახალ ტელეფონს Pixel და Pixel XL ჰქვიათ. მის შესახებ ხომ ისედაც ძალიან ბევრი ვწერეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.
ორივე ტელეფონი თითქმის ერთნაირია. ისინი არ იზიარებენ Google-ის Nexus ხაზის მოწყობილობების კლასიფიკაციის პრინციპს. ეს იმას ნიშნავს, რომ არც ერთი მათგანი არ არის ბიუჯეტური. ორივე ტელეფონს თითქმის იდენტური მონაცემები აქვთ. განსხვავებაა მხოლოდ ეკრანის ზომა, გაფართოებასა და ბატარეაში. ესეც სისტემური მახასიათებლები:
Google Pixel
- პროცესორი: Snapdragon 821
- ოპერატიული მეხსიერება: 4GB
- მეხსიერების მოცულობა: 32GB, 128GB
- ეკრანი: 5 დიუიმიანი 1080p AMOLED
- კამერა: 12.3MP ოპტიკური სურათის სტაბილიზაციით
- ბატარეა: 2770mAh სწრაფი დამუხტვის რეჟიმით
- სისტემა: Android Nougat
Google Pixel XL
- პროცესორი: Snapdragon 821
- ოპერატიული მეხსიერება: 4GB
- მეხსიერების მოცულობა: 32GB, 128GB
- ეკრანი: 5.5 დიუიმიანი 1440p AMOLED
- კამერა: 12.3MP ოპტიკური სურათის სტაბილიზაციით
- ბატარეა: 3450mAh სწრაფი დამუხტვის რეჟიმით
- სისტემა: Android Nougat
Pixel ტელეფონები Android 7.1 Nougat-ით არიან აღჭურვილები. როგორც მოველოდით, ტელეფონებში Pixel Launcher-ია ჩაშენებული. ადვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Google-მა დიდი შრომა ჩადო Google Assistant-ის ინტერგრაციაში ჩვენს ცხოვრებაში. “სახლის” ღილაკზე დიდ ხნიანი დაჭერის შემდეგ Assistant-ი დაუყოვნებლივ ჩაირთვება. ამის შემდეგ შეგეძლებათ ჩასრიალდეთ დაბლა და იხილოთ იმ თემასთან დაკავშირებული ბარათები, რაც ეკრანზე გაქვთ გაშვებული (ყოფილი Google Now On Tap). ან უბრალოდ კითხოთ მას რაიმე (როგორც Google Now-ს). თქვენს ასისტენტს ალბათ უვკე იცნობთ Allo-დან.
Google-ის განცხადებით, ტელეფონებს აქვთ საუკეთესო კამერა, რაც კი რომელიმე ტელეფონს ოდესმე ქონია. ამ არგუმენტს ისინი DxOMark-ის ბენჩმარკით ამყარებენ. აღნიშნულ ბენჩმარკში ტელეფონებმა 89/100 ქულა აიღეს, რაც მათ პირველ ადგილზე აყენებს. კომპანიამ აგრეთვე გაგვანდო, რომ Pixel ტელეფონებზე კამერები ყველაზე სწრაფად ირთვება. ასევე, ბონუსის დანამატით, ამ ახალი ტელეფონების მფლობელებს შეეძლებათ ატვირთონ ორიგნიალი, სრული გაფართოების სურათები უსაზღვრო რაოდენობით Google Photos-ზე. ტელეფონებს ექნებათ Daydream View-ის მხარდაჭერაც.
Pixel-ისა და Pixel XL-ის წინასწარ შეკვეთა დღესვე შეგიძლიათ. მათი დარიგება 20 ოქტომბერს დაიწყება. მათი ფასი საკმაოდ მაღალია, ამიტომ თქვენ მოგანდობთ იმის გადაწყვეტას, ღირს თუ არა Pixel-ში $649-ის გადახდა. XL-ის ფასი ჯერჯერობით უცნობია.
https://twitter.com/googlenexus/status/783346663230361601?ref_src=twsrc%5Etfw