წესით და რიგით, Project Ara-ს საჯარო წარდგენა შარშან უნდა შემდგარიყო, თუმცა ეს არ მომხდარა. მას მერე, Google-ს აღნიშნულ პროექტზე სიტყვაც არ დაუძრავს, თუმცა I/O-ზე როგორც იქნა ვიხილეთ მისი დემო ვიდეო. ვიდეოში ნაჩვენებია რამდენიმე უცნაური მოდული, გამოსვლის თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია.
Google-მა Project Ara-სა ATAP-ის ჯგუფი თავისთან დაიტოვა, როდესაც Motorola გაყიდა. ვიდეოში ვხედავთ, თუ როგორ ცვლის ხალხი ტელეფონზე თავიანთთვის საჭირო მოდულებს. მაგალითად, პიტნას დისპენსერი (0:35), მესამე დინამიკი (0:22). კარგი იქნებოდა ასევე დამატებითი ეკრანის მოდულიც.
მოწყობილობის უკან განთავსებული ბლოკების უმრავლესობა ჩვენთვის საიდუმლოებით მოცული რჩება, რათა არ ვიცით მათი დანიშნულების შესახებ. საინტერესოა, გამოვა თუ არა იმდენად ბევრი მოდული მოწყობილობისთვის, რომ მისი შეძენა ღირდეს. სწორედ ამიტომ უშვებს Google-ი მოწყობილობას ჯერ პარტნიორებისთვის, შემდეგ კი მომხმარებლებისთვის.
წყარო: Ara