Xiaomi-მ Redmi Note 4 გამოუშვა – 10 ბირთვიანი MediaTek-ის პროცესორი და 5.5 ინჩიანი 1080p ეკრანი

MIUI 8-ის გლობალური გამოსვლის შემდეგ (რომლის შესახებ დაწერაც საჭიროდ არ ჩავთვალეთ), Xiaomi-მ ახალი ტელეფონი, Redmi Note 4 გამოუშვა. ტელეფონი აღჭურვილია 5.5 ინჩიანი 1080p ეკრანითა და 2.5D “curved” შუშით, 4100mAh ბატარეითა და სრული მეტალის კორპუსით. როგოც ჩანს, ჩინური მწარმოებელი ამ ტელეფონზე დიდ იმედებს ამყარებს.

სმარტფონს აგრეთვე აქვს 10 ბირთვიანი MediaTek Helio X20 პროცესორი, რომელსაც 2.1GHz-მდე სიხშირე აქვს, “ულტრა-სწრაფი” თითის ანაბეჭდის სკანერი და 13MP f/2.0 კამერა. 16GB-იანი ვარიანტი ¥899 ($135), ხოლოდ 64GB-იანი კი ¥1199 ($180) ღირს. მოცულობის გაზრდა შესაძლებელია SIM/microSD ბარათის ჰიბრიდული ჩასადებით, რომელსაც 128GB-მდე microSD ბარათის წაკითხვა შეუძლია. უცნაურია ის, რომ კომპანიას ტელეფონის ოპერატიული მეხსიერების შესახებ არაფერი უთქვამს. არ უნდა გამოგვჩეს ისიც, რომ ტელეფონს სამწუხაროდ microUSB პორტი აქვს.

ასეთი მონაცემების ტელეფონისთვის $200-ზე დაბალი ფასი წარმოუდგენლად კარგია. თუმცა, Xiaomi-სგან ეს ალბათ აღარავის უკვირს. Redmi Note 4 ხელმისაწვდომია ვერცხლის, ოქროსა და ნაცრისფერში. მისი გაყიდვა ჩინეთში 26 აგვისტოს დაიწყება Mi.com-ზe, Mi Home მაღაზიებსა და China Mobile-ის ვებსაიტსა და მაღაზიებში.

წყარო: MIUI ფორუმი