Remix OS 2.0 უკვე Nexus 9 და 10 პლანშეტებზეა ხელმისაწვდომი

რამდენიმე თვიანი ტესტირების შემდეგ, კომპანია Jide-მ Remix OS 2.0 სისტემა Nexus 9 და Nexus 10 პლანშეტებზე გამოუშვა. ასევე გამოვიდა სისტემის სტაბილური ვერსია Ultratablet-ზე. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი განახლება Android პლანშეტებისთვის, რადგან ოპერაციული სისტემა თავდაპირველად სამაგიდო კომპიუტერებისთვისა და ლეპტოპებისთვის იყო გათვლილი. მარტივად რომ ვთქვათ, Remix OS არის Android-ის fork, რომელსაც ბევრად უფრო გაუმჯობესებულია multi-tasking აქვს.

მარტის დასაწყისში Remix OS ბეტა ფაზაზე გადავიდა. აღნიშნულ განახლებაში სისტემას დაემატა 32 ბიტიანი კომპიუტერის მხარდაჭერა, ორმაგი ჩატვირთვა და OTA განახლებების მხარდაჭერა. Remix OS 2.0-ს Nexus 9-ისა და Nexus 10-სთვის ექნება ყველა ის ფუნქცია, რაც სისტემას კომპიუტერზე გააჩნია.

ეს ნიშნავს იმას, რომ პლანშეტებზე შესაძლებელი იქნება მოლივლივე ზომის შეცვლადი ფანჯრების გახსნა, სამუშაო და ახალი შეტყობინებათა პანელი. ასევე ფაილების მენეჯერი და რაღა თქმა უნდა, სრულიად გადასხვაფერებული ინტერფეისი. როგორც უკვე ვიცით, Android N-ს მალე დაემატება მოლივლივე ფანჯრების გახსნის ფუნქცია, რასაც “freeform window” ქვია.

თუ Remix OS 2.0-ის დატესტვა გსურთ, გადმოსაწერი ლინკები შეგიძლიათ იხილოთ ქვევით. Ultratablet-ის მფლობელები კი განახლებას OTA შეტყობინებით მიიღებენ.

ROM-ების დასაფლეშად საჭიროა ADB ხელსაწყოები. ინსტალაციის დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ Jide-ს ოფიციალურ საიტზე.