როგორც უკვე იცით, Chrome-ში ამ ბოლო დროს სულ ახალ-ახალი ფუნქციები ემატება. ახლა კი, Google-მა გადაწყვიტა, ბრაუზერის ერთ-ეღთი ფუნქცია წაშალოს, კონკრეტულად კი Chrome-ის აპლიკაციები, რომლებიც Chrome Web Store-ში იყო ხელმისაწვდომი. თუ აღნიშნული მარკეტი არასოდეს გამოგიყენებია, მაშინ გეტყვით, რომ იქ განთავსებული “აპლიკაციების” უმრავლესობა ჩვეულებრივი ვებსაიტებია.
Google-მა ბლოგზე გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც “Windows, Mac-ისა და Linux-ის დაახლოებით 1% აქტიურად იყენებს Chrome-ის აპლიკაციებს.” ასე რომ, მისი წაშლა არც ისე მოულოდნელი იყო. გაითვალისწინეთ, რომ აპლიკაციების მხარდაჭერა შეწყდება მხოლოდ Windows, Mac და Linux პლატფორმებზე; Chrome OS-ზე მათი მხარდაჭერა გაგრძელდება.
ბლოგზე Google-მა აგრეთვე გამოაქვეყნა თარიღები:
- გვიანი 2016: Chrome-ის ახალი აპლიკაციები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ Chrome OS-ზე, სხვა პლატფორმებზე შესაძლებელი იქნება არსებული აპლიკაციების გამოყენება.
- 2017 წლის მეორე ნახევარი: Chrome Web Store-ში საერთოდ აღარ გამოჩნდება აპლიკაციები.
- ადრეული 2018: Windows/Mac/Linux პლატფორმებზე შეუძლებელი იქნება Chrome-ის აპლიკაციების გაშვება.
წყარო: Chromium Blog